რა არის მთავარი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც უძრავ ქონებას არჩევთ? – მართალია: უსაფრთხოება, მყუდრო და კომფორტული გარემო, თანამედროვე ადამიანის შესაბამისი სტანდარტები და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რომელიც უძრავი ქონების აშენებაზე მუშაობს და სადაც ყველა დეტალს უდიდესი ყურადღებით ეკიდებიან.
და სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლა საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიის, „დემაქსის“ შესახებ უნდა მოგიყვეთ.
კომპანიის მუშაობისას მთავარი ორიენტირი, გარდა უსაფრთხოებისა, არის მომხმარებლის მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინება. აქ შეგიძლიათ პროფესიონალებთან ერთად დაგეგმოთ არქიტექტურული პროექტი, რომელშიც გსურთ ცხოვრება. „დემაქსში“ არქიტექტურულ გადაწყვეტილებებს ყოველთვის მობინადრეთა საჭიროებების მიხედვით იღებენ.
კომპანიის პასუხისმგებლობიანობა იმითაც გამოიხატება, რომ „დემაქსი“ ზრუნავს ეკოლოგიაზე და პროექტებს ეკოლოგიური უსაფრთხოების, ასევე ურბანული დაგეგმარების გათვალისწინებით ქმნის.
ახლა კი მთავარ სიურპრიზზე გიამბობთ, რომელსაც „დემაქსი“ საახალწლოდ გიმზადებთ:
სადღესასწაულო, ჯადოსნური და ოცნებების ასრულების დღეები იწყება და თუ თქვენი ოცნება ახალი ბინის, ან საოფისე ფართის შეძენას უკავშირდება, მაშინ სწორ ადგილას ხართ –„დემაქსში“ გადაწყვიტეს, რომ თქვენი ოცნება ხელშესახები გახადონ.
კომპანია საახალწლოდ გრანდიოზულ სიურპრიზს გიმზადებთ, რომელიც მიმდინარე სამ პროექტს, „დემაქს ვაკეს“, „დემაქს საბურთალოს“ და „ბიზნეს-ცენტრს ონიაშვილზე“ შეეხება.
რას გულისხმობს საახალწლო შეთავაზება?
2023 წლის 15 იანვრამდე „დემაქს ვაკესა“ და „დემაქს საბურთალოს“ პროექტებში ნებისმიერი ფართის შეძენისას, მობინადრე საჩუქრად მიიღებს ინტერიერის დიზაინსა და ჩაშენებულ სამზარეულოს.
ხოლო ვინც შეიძენს ოფისს „დემაქს ონიაშვილის“, ან „დემაქს საბურთალოს“ პროექტში, პირველ ეტაპზე მთლიანი ღირებულების მხოლოდ 10 %-ს გადაიხდის, ხოლო დანარჩენ 90%-ს რემონტის დასრულებისას.
მომხმარებელს შეეძლება გარემონტებულ ოფისში დაიწყოს საქმიანობა.
რაც ძალიან ხელსაყრელია, სამივე პროექტის ადგილმდებარეობა არის ქალაქის ცენტრში, საუკეთესო ადგილას.
აღსანიშნავია, რომ „დემაქს ვაკის“ პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი კომპლექსის თითოეულ ბინაში მოეწყობა ჭკვიანი სახლის სისტემები, შესაბამისად, მობინადრეებს ყველაფრის დისტანციურად მართვა შეეძლებათ.
გეგმები
კომპანია „დემაქსი“ უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა და სამშენებლო პროექტების ხარისხის, პასუხისმგებლიანობის, მომხმარებლის მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინების დამსახურებით, მოკლე დროში დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი.
კომპანია მუდმივად ზრუნავს მობინადრეთა მშვიდ და ჰარმონიულ ცხოვრებაზე.
საცხოვრებელ ბინებს გარემონტებულ ან მწვანე კარკასის კონდიციაში აბარებს.
2022 წელი „დემაქსისთვის“ გამორჩეული და სიახლეებით დატვირთული იყო. კომპანიისთვის შეიქმნა ახალი ვიზუალური სტილი, შეიცვალა ლოგო, ჩაეშვა ახალი ვებგვერდი. კომპანიამ კიდევ უფრო მეტად აამაღლა სტანდარტები სამშენებლო ბაზარზე.
„დემაქსში“ ამბობენ, რომ არც მომდევნო წელი იქნება გამონაკლისი და მომავალშიც უამრავი სიახლე ექნებათ, გამორჩეული პროექტები და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები.
დაიწყეთ ახალი წელი ახალ და ბედნიერ სახლში – აქციეთ ოცნება რეალობად „დემაქსთან“ ერთად.
[R]