7
Feb
2019

დემნა გვასალია GQ-ს გავლენიან ადამიანთა სიაში მოხვდა

7 Feb 2019

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ბრიტანული ჟურნალის, “GQ-ს” 50 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის მოხვდა. აღსანიშნავია, რომ სიის შედგენისას აქცენტი მათ გამორჩეულ სტილზე გაკეთდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დემნა გვასალია 50 ადამიანში მეხუთე ადგილზე მოხვდა. “უშიშრად ორიგინალური” – ასე მოიხსენიებს ჟურნალი Vetements-ის დამფუძნებელსა და ბალენსიაგას მოდის სახლის ხელმძღვანელს. GQ-ს თქმით, გვასალია ის დიზაინერია, რომლის შემოთავაზებულ სიახლეებსაც აუდიტორია მუდამ ელის. ასევე, იგი ახერხებს რეალობის მოდაში ინტეგრირებას. აღსანიშნავია ისიც, რომ GQ მსგავს სიას ყოველწლიურად აქვეყნებს.

განხილვა