ანტვერპენის ძალიან პოზიტიური მოგონებები მაქვს, მაგრამ ასევე მახსოვს ეს შიმშილი. ისეთი ბულიმიური ვიყავი ამ ინფორმაციისთვის. მჭირდებოდა ყველაფრის შთანთქმა – რაფ სიმონსის, მარჟიელას და დრისის შესახებ, ყველა ძალიან ბელგიური. უნდა ვთქვა, რომ არ ვიცოდი ბევრი რამ მოდის სამყაროში სხვა რამეების შესახებ.
ტანსაცმლის შექმნის შესახებ ბევრი რამ ვისწავლე, რადგან არ მქონდა ფული დამექირავებინა ნიმუშის ამჭრელები და მკერავები, რაც ახლა შეგიძლია გააკეთო, თუ ფული გაქვს. ღამით საერთოდ არ მეძინა, ვცდილობდი მესწავლა, როგორ შემექმნა ჟაკეტი. საბოლოოდ, რაც ჩემს თავზე ვისწავლე, არის ის, რომ არ მჭირდებოდა ეს წესები და სპეციალური ზომები. შემეძლო თვალის ზომით გამეკეთებინა. შემეძლო უბრალოდ დამეხატა ნიმუში. ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩემი ტუტორი იყო ნიმუშების შექმნაში, მითხრა: „ვერ ვხვდები როგორ აკეთებ ამას. ეს წესების წინააღმდეგაა, მაგრამ საბოლოოდ მუშაობს. მაშ, კარგია თუ ცუდი?“ მე კი ვამბობდი: „სანამ მუშაობს, არ მადარდებს.“ მაგრამ მქონდა ეს თვალი. და ჯერ კიდევ ძალიან პრაქტიკული ვარ, როცა საქმე ეხება მორგებას და ფორმებზე მუშაობას.
სწავლის დასრულებისას, Walter იყო ჩემი პირველი სამსახური. მან გადამარჩინა. მას მოვწონდი, მაგრამ ბევრი უთანხმოება გვქონდა. სკოლის მესამე წლიდან მქონდა ჩემი იდეა: მინდოდა ყველაფერი შავი ყოფილიყო, ბევნაირი ადაპტაციით. ვალტერს ეს არ მოსწონდა. იყო მომენტები, როდესაც ვფიქრობდი: „ღმერთო, ის გამაგდებს აქედან.“ მაგრამ ეს იყო მისი გზა, რომ წარემართა ჩემი საქმიანობა; ჩვენ ჯერ კიდევ მეგობრები ვართ. იმ დროს ის მუშაობდია ბრენდისთვის, ერთგვარი ბელგიური რალფ ლორენისთვის [Scapa Sports] და უნდოდა რამდენიმე ახალგაზრდა დიზაინერი აეყვანა თავის გუნდში, რომ რაღაც სახალისო გაგვეკეთებინა, რაც არ გამოვიდა. მაგრამ მქონდა სამსახური. სამსახური მქონდა კურსდამთავრებამდე, ვალტერის წყალობით. ერთ წელზე ნაკლებ ხანს დავრჩი, რადგან ვგრძნობდი, რომ ამ კომერციულ აზროვნებაში დავპატარავდებოდი. აქ ეკრანზე ხატავდი ესკიზებს, როცა მე ჭრა და დრეპირება მჭირდებოდა.
ყველგან ვაგზავნიდი განაცხადებს. პარიზი, ნიუ-იორკი, მილანი. მგონი დაახლოებით 90-გან გავაგზავნე პორტფოლიო. მაგრამ უმეტესობა კურსდამთავრებულიც ასე იქცეოდა. არასდროს მიმიღია პასუხი ამ განაცხადებზე. მივიღე რამდენიმე კომერციული საკონსულტაციო სამუშაო აქა-იქ. დავიწყე ფიქრი, რომ ვერასდროს ვიშოვიდი სამსახურს ამ ინდუსტრიაში.
იმედგაცრუებული ვიყავი ამ კომერციული სამუშაოებით, რომლებიც რეალურად მიფარავდა ხარჯებს, ვფიქრობდი: „ასე არ შეიძლება.“ უნდა განვაგრძო ხატვა. და ვაგრძელებდი ამ ლუქების ხატვას, ვფიქრობდი: „აი როგორი უნდა იყოს Margiela.“ მაშინ ბევრი რამ ვისწავლე დეკონსტრუქციის შესახებ. ძალიან მელაპარაკებოდა. ასე რომ, ვიფიქრე: „კარგი, უბრალოდ გავუგზავნი Margiela-ს ჩემს პორტფოლიოს.“ პიცის ყუთში ჩავდე, რესტორანიდან სახელად დონ ჯოვანი. გენერალურ დირექტორსაც ჯოვანი ერქვა. ეს მათ ყურადღებას იპყრობდა – და ეს არ იყო ახალი პიცის ყუთი! ამ ხერხმა მართლაც იმუშავა. დამირეკეს და მითხრეს: „გვინდა, რომ შემოუერთდე გუნდს. შეგიძლია პარიზში იყო 10 დღეში?“ მეგობრის ბინაში ვცხოვრობდი, დივანზე, სამი თვის განმავლობაში, სანამ ბინას ვიპოვიდი. მაგრამ ჩემთვის ეს კარგი იყო. კარი უცებ გაიღო პარიზში.
წყარო: system-magazine












