„ბალენსიაგას“ სამოსს არაერთი ცნობილი და ძალიან პოპულარული ადამიანის გარდერობში ვაწყდებით. ისინი დემნა გვასალიას მიერ შექმნილ ტანსაცმელს ვაწყდებით წითელ ხალიჩაზე, სხვადასხვა მნიშვნელოვან დაჯილდოებაზე თუ ვარსკვლავების ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისი სამოსი, თითქოს, ყველანაირი გემოვნების ადამიანს ერგება და მოდის ისტორიაში რაღაც ახალ სიტყვას ამბობს. ახლა კი დემნა გვასალია, თავისი წარმატებული კარიერის შედეგად, პირველი ქართველი გახდა, რომელიც Time-ის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში მოხვდა.
დემნა გვასალია — პირველი ქართველი Time-ის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში!
