12
Jul
2019

დანიაში, სუიციდის პრევენციისთვის, „ინფლუენსერებს“ გააკონტროლებენ

12 Jul 2019

დანიის მთავრობა, სოციალურ ქსელში, „ინფლუენსერების“ გამოქვეყნებული ტექსტებისა და სხვა კონტენტის გაკონტროლებას გეგმავს. მიზეზი ბლოგერი Fie Laursen გახდა. მან Instagram-ზე, სადაც 337 000 მიმდევარი ჰყავს, სუიციდის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც, სოციალურ ქსელში, 30 000 „მოწონება“ და 8 000 კომენტარი „დააგროვა“. 2 დღის შემდეგ, ტექსტი, Fie Laursen-ის ოჯახის წევრებმა წაშალეს. მათვე დაადასტურეს, რომ გოგონას თვითმკვლელობის მცდელობას მართლაც ჰქონდა და მისი ჰოსპიტალიზაციაც გახდა საჭირო. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, რეგულაციების შემოღება, სწორედ სუიციდის პრევენციისთვისაა აუცილებელი.

Photo Credit: Shutterstock

მომხდარის შემდეგ, დანიის ბავშვთა და განათლების მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გავლენიანმა ადამიანებმა ასეთ საკითხებზე „სარედაქციო პასუხისმგებლობა“ უნდა აიღონ. როგორც BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მთავრობას სურს, ტრადიციული მედიასაშუალებების მსგავსად, „ონლაინ ინფლუენსერებისპოსტებსაც ჰყავდეთ რედაქტორები.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დანიური მედიის ეთიკური სტანდარტების მიხედვით, დაუშვებელია თვითმკვლელობაზე ან თვითმკვლელობის მცდელობაზე წერა და საუბარი. მისი თქმით, ახალი რეგულაციებით, ბლოგერები, თავიანთ კონტენტსადმინის“ დახმარებით გააკონტროლებენ. გარდა ამისა, თვითმკვლელობის ან მისი მცდელობის შესახებ პოსტის წაშლას სხვა პირი, ამ შემთხვევაში „რედაქტორიც“ შეძლებს, რომ მომხდარი აღარ განმეორდეს – სანამ Fie Laursen-ის წევრებმა შვილის „ექაუნთის“ პაროლი არ გაიგეს, პოსტი ვერავინ წაშალა.

თუმცა, ეს მიდგომა – ხელისუფლების მხრიდან, „ონლაინ“ მედიაში რეგულაციების დაწესება და თანაც ამ სახით, მიუღებელია თავად „ინფლუენსერებისთვის“. დანიელი ბლოგერის სარა ლუის კრისტიანსენის აზრით, მართალია, თემა ძალიან სენსიტიურია და გარკვეული ზომების მიღებაც საჭიროა, თუმცა, თვლის, რომ ტრადიციული მედიისთვის შექმნილი შეზღუდვები, „ონლაინ“ სივრცეში არ იმუშავებს.

 

განხილვა