in

„რა გაცინებს?“ – სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი „დენსი“ კამპანიას იწყებს

რა მომენტები გგვრით ღიმილს? სტომატოლოგიური კლინიკების ქსელმადენსი“ ბედნიერი მომენტებისა და ამბების შეგროვება გადაწყვიტა. რა გაცინებს?“ – კამპანია ამ გზავნილით ნამდვილ და გულწრფელ ისტორიებს მოგვითხრობს. „დენსი“ არსებობის უკვე 24 წელს, 5 ფილიალს და 200 მდე თანამშრომელს მოითვლის. ამ დროის განმავლობაში, კომპანიამ შეძლო გუნდის პროფესიონალებით დაკომპლექტება და კვლავაც განაგრძობს განვითარებას. დეტალებზე „დენსის“ პაროდონტოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, პერიო ქირურგი, იმპლანტოლოგი, საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი ლალი ქოჩიაშვილი გვესაუბრა.

M: პირველ რიგში, გვიამბეთ თქვენს ახალ კამპანიზე, სახელწოდებითრა გაცინებს“?

ჩვენ 24 წელია ვზრუნავთ საქართველოს და უცხოელი მოქალაქეების ჯანსაღ ღიმილზე. ჩვენი იუბილეს აღსანიშნავად, გადავწყვიტეთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლისთვის გვეკითხა, რა ჰგვრით ღიმილს და შემდეგ, თქვენთვის გაგვეზიარებინა.

კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა Key Visual-ები, რომლებზეც იმუშავა დიზაინ სტუდიამ „ორი“. ვიზუალების შექმნის დროს,  ჩვენი მიზანი იყო გამოგვეტანა არა მხოლოდ იდეალურად ლამაზი, არამედ სხვადასხვანაირი ღიმილი. ამით იმის თქმა გვინდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, გვაქვს თეთრი იდეალური  კბილები, ვინირები, ბრეკეტები, ღრძილოვანი ღიმილი, კბილებს შორის დიდი სივრცეები თუ მოცვეთილი კბილის კიდეებიმთავარია, ჯანმრთელი და მოვლილი პირის ღრუ.

ხანდახან ზუსტად მაშინ გვეცინება, სადაც სიცილი “არ შეიძლება“. ზოგს ისეთ რამეზე ეცინება, რაც სხვისთვის წარმოუდგენელია. მოკლედ, ბევრი სახალისო და საინტერესო ისტორია დაგვიგროვდა და გვინდა, გაგაცნოთ და გაგახსენოთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, სიცილი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჩვენს ყოველდღიურობაში.

კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გაგვიზიარებენ გულწრფელ ისტორიებს, რაზეც მათ ეცინებათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინ დიდი თავგადასავლები გველოდება. პირველ ამბავს გიორგი ავალიანი გვიზიარებს.

ამას გარდა, კამპანიის ნაწილია პერსონალური ბრენდინგის მნიშვნელობის წამოწევა. შესაბამისად, კამპანიაში ვრთავთ ჩვენი გუნდის წევრ ექიმებსადამიანებს, რომლებიც ქმნიან და ზრუნავენ სხვების ჯანრთელ პირის ღრუზე. ამით, შესაძლებლობა გექნებათ ჩვენი გუნდის წევრები სხვა კუთხით გაიცნოთ.

M: როგორ განვითარდადენსიდაარსებიდან 24 წლის განმავლობაში

დენსი დაარსდა 1998 წელს. კომპანიამ დღემდე დიდი გზა გაიარა. 5 თანამშრომლით დაწყებული საქმე, დღეს, 200-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. ორჯერ მოხდა რებრენდინგი, ლოგოს, ფერებისა და სტილის შეცვლა. დღეს, კომპანიას აქვს ერთერთი გამორჩეული ბრენდინგი, რაც ბევრი კლინიკისთვის შთაგონების წყარო აღმოჩნდა. სახელი DENS ლათინურად ნიშნავს კბილს, ასე მარტივადეს სახელი არ შეცვლილა და ვფიქრობ, აუცილებლად შევინარჩუნებთ სამომავლოდაც.

ჩვენი მისიაა საქართველოში მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების/მეთოდების დანერგვა, სტომატოლოგთან ვიზიტის კულტურის მხარდაჭერა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა პაციენტებისთვის, რასაც ვფიქრობთ, წარმატებით ვანხორციელებთ.

M: რა მიგაჩნიათდენსისწარმატების ფორმულად?

„დენსის“ გუნდის მთავარი ძალა პროფესიონალი ექიმებია, ადამიანები, რომლებიც საუკეთესო შედეგებს აღწევენ თავიანთ პროფესიაში. ზრუნვა, გუნდურობა და მეგობრული დამოკიდებულება პაციენტებისადმი – ეს „დენსის“ ღირებულებაა. პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენთან სასიამოვნო პროცესია, რადგან მომხმარებელს საოცრად პოზიტიური გარემო და მზრუნველი ადამიანები ხვდებიან. 

ჩვენი ერთ-ერთი ღირებულება ცოდნის გაზიარებაა. „დენსი“ მუდმივად ზრდის ახალგაზრდა ექიმებს, ჩართულია პოსტდიპლომურ განათლებაში, აწყობს ლექციებს, ტრენინგებსა და კურსებს. ამით ხელს უწყობს სტომატოლოგიის, როგორც მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი დარგის განვითარებას და ზოგადად, ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

M: რას გეგმავთ სამომავლოდ?

ბევრი საინტერესო ისტორია გელოდებათ „რა გაცინებს“ კამპანიის ფარგლებში. თვალი გვადევნეთ… და გაიღიმეთ.

თქვენ რა გაცინებთ?

 

[R]

“მეზობელი” ლოს-ანჯელესის კინოფესტივალის საუკეთესო ფილმად დასახელდა!

ნახეთ: 2021 წლის საუკეთესო სამეცნიერო ფოტოები