in

გსმენიათ რაიმე დენტალური იმპლანტაციის შესახებ?

დენტალურ იმპლანტაციაზე თუ გსმენიათ?

bog
bog-mob

თუ ამ შეკითხვაზე, თქვენი პასუხი უარყოფითა, გირჩევთ, წაიკითხოთ ეს სტატია. თუმცა დადებითი პასუხის შემთხვევაშიც გპირდებით, მომდევნო 5 წუთს საინტერესოდ გაატარებთ.

დენტალური იმპლანტაცია სტომატოლოგიის შედარებით ახალი დარგია, რომელიც მუდმივად ვითარდება და იხვეწება. დღეს, პაციენტს ეძლევა შესაძლებლობა, დაკარგული კბილი აღიდგინოს მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

იმპლანტებთან დაკავშირებულ საკითხების გარკვევაში დაგვეხმარებიან მსოფლიო ლიდერი მწარმოებლის MIS Implants Technologies-ის წარმომადგენლები საქართველოში.

რა უნდა გავაკეთოთ თუ გვაკლია 1 ან რამდენიმე კბილი? ან ვგეგმავთ დაზიანებული კბილის ექსტრაქციას (ამოღებას)?

დენტალური იმპლანტაცია იდეალური გამოსავალია. მკურნალობის ეტაპები, ხშირად განსხვავებულია, თუმცა პირველი ნაბიჯი ყოველთვის საერთოა – მკურნალობის დაგეგმარება.

გირჩევთ, ყურადღებით შეარჩიოთ ექიმი-სტომატოლოგი, დარწმუნდეთ მის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმში.

კომპანია MIS Implants (ემ აი ეს) არა მხოლოდ მაღალი ხარისხის იმპლანტებს სთავაზობს როგორც ექიმებს ისე პაციენტებს, არამედ ხელს უწყობს ყველა ექიმს პროფესიულ განვითარებასა და წარმატებას, ქმნის მათთვის უდიდეს საგანმანათლებლო პლატფორმას, რითაც ექიმები იღებენ თეორიულ თუ პრაქტიკულ დიდ ცოდნასა და გამოცდილებას.

დენტალური იმპლანტაციისათვის პაციენტის მომზადება არაერთ ეტაპს მოიცავს, ესენია:

  •  ვიზიტი ექიმ-სტომატოლოგთან
  •  გამოკვლევები ზოგადი ჯანმრთელობის სტატუსისა და იმუნური სისტემის შესახებ
  • 3D კომპიუტერული ტომოგრაფია
  • ქირურგიული და ორთოპედიული დაგეგმარება
  • იმპლანტაციის ოპერაცია

იმისათვის, რომ იმპლანტი ჩვენს ერთგულ მეგობრად დარჩეს სიცოცხლის ბოლომდე, რა უნდა გავაკეთოთ?

არსებობს მრავალი ნიუანსი, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული ოპერაციამდე, ოპერაციის დროს და ოპერაციის შემდეგ.

ასევე მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ ხარისხიანი და სანდო იმპლანტი.

საქართველო ამ თვალსაზრისით ნამდვილად ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში არსებული მოწინავე კომპანიის იმპლანტები.

ერთ კითხვასაც დაგისვამთ, თუმცა ვფიქრობ ამაზე პასუხი არ გეცოდინებათ:

როდის და რომელი კომპანიის იმპლანტები გამოჩნდა პირველად საქართველოს ბაზარზე?

20 წლის წინ, საქართველოში შემოაღწია სინათლემ, სახელად MIS Implants Technologies (ემ აი ეს) – დიახ, სწორედ ეს არის იმპლანტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია, რომლის კლასიკური იმპლანტებითაც დაიწყეს ქართველმა იმპლანტოლოგებმა მუშაობა და, სხვათაშორის, 20 წლის წინ ჩასმული იმპლანტები დღემდე „მეგობრობენ“ პატრონებთან.

იმპლანტაცია არის გადაწყვეტილება და ინვესტიცია, რომელმაც უნდა გაგიმართლოთ მოლოდინი. ესთეტიკური ღიმილი და ჯანსაღი ღეჭვითი ფუნქცია გაქცევთ ახალ პიროვნებად.

და გახსოვდეთ, ღიმილი – თქვენი სავიზიტო ბარათია“. 

მოდით, კარგად გავერკვიოთ, თუ რა არის ეს კბილის იმპლანტი?

MIS-ის დენტალური იმპლანტი – ეს არის ხელოვნური ფესვი, დამზადებული ტიტანის შენარევისგან (Titanium Alloy Ti 6Al 4V ELI).

სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და მარტივად ინტეგრირდება პირის ღრუში.

ხოლო ტიტანი არის ქიმიურად მდგრადი ელემენტი, რომელიც არის სრულიად უსაფრთხო ადამიანის ჯანმრთელობისთვის და მარტივად ინტეგრირდება პირის ღრუში. ამას კი არაერთი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს.

ტიტანის ხელოვნურ ფესვზე კი მაგრდება გვირგვინი და პაციენტი იღებს სრულყოფილ შედეგს.

იცოდით, რომ სწორედ ამ ტიტანის შენარევისგან იწარმოება სხეულის სხვა პროთეზები? ესე იგი, როგორი ძლიერი ტიტანია ეს Grade 23!

„არავინ უნდა მოკვდეს კბილებით, რომელიც წყლით სავსე ჭიქაშია“, – ეს სიტყვები ექიმ პერ-ინგვარ ბრანემარკს ეკუთვნის, რომელმაც 1951 წელს პირველად დაიწყო იმპლანტებისათვის ტიტანის გამოყენება შვედეთში, ჰეოტებორგის უნივერსიტეტში, ექსპერიმენტული ბიოლოგიის კათედრაზე.

იმპლანტაციაც ტრადიციულად რამდენიმე ეტაპისაგან შედგება:

1. საჭიროების შემთხვევაში, კბილის ექსტრაქცია (ამოღება)
2. იმპლანტის (ხელოვნური ფესვის) მოთავსება ძვალში
3. იმპლანტის ინტეგრაცია ძვალთან
4. იმპლანტზე თავსდება აბატმენტი, რომელიც აკავშირებს ხელოვნურ ფესვსა და გვირგვინს
5. იმპლანტის აბატმენტზე მაგრდება ხელოვნური გვირგვინი და ვიღებთ სრულყოფილ კბილს

არსებობს იმპლანტაციის სხვადასხვა მეთოდი. რამდენიმეს აქვე მოგახსენებთ:

დაუყონებლივი იმპლანტაცია – კბილის ექსტრაქციისთანავე იმპლანტის მოთავსება ძვალში
დაუყონებლივი დატვირტვა – იმპლანტის მოთავსებისთანავე, იმპლანტზე შემდგომი საპროთეზო სტრუქტურის მოთავსება
დაუყონებლივი იმპლანტაცია და დაუყონებლივი დატვირთვა – კბილის ექსტრაცქიისთანავე იმპლანტის მოთავსება ძვალში და ამასთანავე იმპლანტზე იმპლანტზე საპროთეზო სტრუქტურის მოთავსება
გადავადებულია იმპლანტაცია – როდესაც იმპლანტი თავსდება კბილის ამოღებიდან (ექსტრაქციიდან) გარკვეული პერიოდის შემდეგ
გადავადებული დატვირთვა – პროთეზი თავსდება იმპლანტზე გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ
იმპლანტაცია შაბლონით (გაიდით) – კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და სპეციალური ციფრული მოწყობილობების დახმარებით მიმდინარეობს იმპლანტაციის დაგეგმარება და ოპერაცია

ჩვენი, გამოცდილი MIS-ის იმპლანტებით, შესაძლებელია ზემოთ ხსენებული ყველა მეთოდით იმპლანტაცია. თუმცა, ამისათვის აუცილებელია კონსულტაციაზე ჩაწერა ექიმ-იმპლანტოლოგთან და ექიმ-ორთოპედთან.

ამომწურავ ინფორმაციას იმპლანტაციის შესახებ შეგიძლიათ ასევე გაეცნოთ ქართულენოვან საიტზე: kbili.ge“.

იცოდით, რომ? ყოველწლიურად, კომპანია MIS Implants Technologies აწარმოებს 1 მილიონზე მეტ სტომატოლოგიურ იმპლანტს? – ეს არის მსოფლიოში ჩახრახნილი, დაახლოებით, ყოველი მე-17 იმპლანტი!

MIS პროდუქციას იყენებს ათობით ათასი სტომატოლოგი 70-ზე მეტ ქვეყანაში, რაც ხაზს უსვამს მის სანდოობას, გამოცდილებასა და მასშტაბებს. თანაც აღსანიშნია, რომ კომპანიის კლინიკური კვლევების შედეგები რეგულარულად ქვეყნდება საუკეთესო საერთაშორისო სტომატოლოგიურ პუბლიკაციებში და იგი არაერთი სამეცნიერო ინოვაციის შემქმნელ კომპანიად იქცა, დიდ ცოდნისა და გამოცდილების მქონე ექიმების ჯგუფის მხარდაჭერის შედეგად.

იცით, რას ნიშნავს აბრევიატურა MIS?

(Make it Simple) – გაამარტივე

„ეს კი ხაზს უსვამს, თუ როგორ შეიძლება გამარტივდეს ყველა პაციენტისთვის უკბილობის პრობლემა და როგორ შეიძლება მარტივად მიიღონ სასურველი შედეგი“. 

ძვირფასო მკითხველო, აღარ შეგაწყენთ თავს, უფრო მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ქართულენოვან საიტზე: kbili.ge.

გისურვებთ ჯანმრთელობას და MIS-ის ლამაზ ღიმილს! “. 

 

[პარტნიორის კონტენტი]

ნახეთ: მასაიოში მაცუმოტო გვასწავლის, როგორ შევქმნათ ცხოველების სკულპტურები ბუშტებისგან

როგორ ვითხოვთ ყურადღებას სოციალურ ქსელებში? – გიორგი პოპიაშვილის Instagram პროექტი