in

თაროებიდან ციფრულ ველებამდე, „დენტოსის” ინოვაციური ისტორია

შეიძლება ოდესღაც მელანი და ფურცელი იყო ინოვაცია გრაგნილებთან შედარებით, მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ინოვაციები საუკუნეებთან ერთად იცვლება. 21-ე საუკუნე ამის ნათელი მაგალითია, რადგან მან მოგვიტანა უამრავი ტექნოლოგიური სიახლე, იმდენად, რომ დღეს გაციფრულება ბიზნესისა თუ ამა თუ იმ ინდუსტრიის ამოსავალი წერტილია.

რატომ აციფრულებენ კომპანიები თუ ორგანიზაციები პროცესებს? იმიტომ რომ თავიდან აირიდონ ზედმეტი თავისტკივილი, ზედმეტი ქაღალდები და საქაღალდეებიც, დაზოგონ დრო, ენერგია, რესურსი და ჰო, ადგილის დაზოგვაც იმსახურებს ამ სიაში მოხვედრას. მაშინ, როცა შესაძლებელია რაღაც მონაცემებისთვის შეიქმნას ციფრული სათავსო, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის და რატომ უნდა გვქონდეს ამ მონაცემებისთვის გამოყოფილი ცალკე დიდი ოთახი? სწორედ ესაა დღეს ჩვენი მთავარი თემაც – თაროებიდან ციფრულ ველებამდე, „დენტოსის” ინოვაციური ისტორია.

დენტოსი” სტომატოლოგიური კლინიკების პროგრამული მართვის შესაძლებლობაა, რომელიც ერთ სივრცეში აქცევს კლინიკის მართვისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტს. მისი დახმარებით შესაძლებელია პაციენტების ჩაწერა, ვიზიტების გაფორმა და სხვა.

თუ რა არის და როგორ ეხმარება „დენტოსი” კლინიკებს, ამაზე მისი დამფუძნებელი პარტნიორი, გიორგი გოგიშვილი გვესაუბრება:

M: პირველ რიგში, ვისაუბროთ „დენტოსის” დაარსების იდეაზე. როგორ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ამ ტიპის პროგრამა შეგექმნათ და რა პრობლემების გადაჭრა დაინახეთ ამ იდეაში?

დენტოსის“დაარსების იდეა მე და ჩემს პარტნიორს გაგვიჩნდა 2019 წელს, როდესაც სხვადასხვა ბიზნეს სექტორმა აქტიურად დაიწყო პროგრამული უზრუნველყოფის ათვისება და გამოყენება. პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც გვიწევდა სტომატოლოგიურ კლინიკაში ვიზიტი, ვხედავდით, რომ ისევ ქაღალდზე ხდებოდა პროცესების წარმოება. როდესაც უფრო სიღრმისეულად დავინტერესდით არსებულით, აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ისტორიების ანკეტების არქივს მთელი ოთახი სჭირდებოდა კლინიკაში, ექიმები ხელით წერდნენ დანიშნულებებს, ქაღალდზე ხდებოდა პაციენტის გადახდილი თანხების აღრიცხვა, შემდეგ ექიმების ხელფასების გამოთვლა და ა.შ. ამ ყველაფრის „გადათარგმნა“ პროგრამულ ენაზე ძალიან მოსახერხებელი და კომფორტული იქნებოდა იმისთვის, რომ კლინიკას ეს ყველაფერი ციფრულად გამოეყენებინა. ვთქვით, რომ ეს უნდა შეგვეცვალა და საბოლოო ჯამში შევცვალეთ კიდეც.

დღეს უკვე 200-მდე კლინიკა იყენებს დენტოსს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის: დენსი, ბლიცდენტალი, ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი, დრიმ დენტალი, ნიუ დენტი და ა.შ.

დენტოსი იქცა ქვეყანაში წამყვან პლატფორმად სტომატოლოგიური კლინიკებისთვის და მოვიპოვეთ ბაზრის ლიდერობა.

M: ვინ არის თქვენი გუნდი და რა გამოცდილება აქვს ამ სფეროში?

დღეის მდგომარეობით გვყავს 15 თანამშრომელი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩვენი თანამშრომელი, საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ცოტა ძნელია კლიენტთა მხარდაჭერაზე ზრუნვა, როდესაც ინოვაციურ პროდუქტს ეხება საქმე, რისი პრაქტიკაც აქამდე არ იყო ბაზარზე. სამმაგი შრომა გვიწევს მომხმარებლამდე (ეს იქნება კლინიკის ადმინისტრაცია თუ ექიმები) ინფორმაციის სწორად მისატანად ისეთი სახით, რომ ათვისება და გამოყენება განსაკუთრებით ადვილად შეძლონ.

M: რას აკეთებს და რისთვის არის კონკრეტულად „დენტოსი”, რაში ეხმარება ის სტომატოლოგიურ კლინიკებს?

დენტოსის მეშვეობით მიმდინარეობს პაციენტების ჩაწერა, ვიზიტების გაფორმება, ისტორიების ანკეტების ავტომატური წარმოება (ექიმს აღარ უწევს ანკეტის ხელით შევსება), სალაროს მართვა, საწყობისა და მარაგების მართვა, შემოსავლების, ხარჯებისა და ხელფასების მართვა, სტატისტიკის წარმოება, რენტგენის კვლევების ციფრული აღრიცხვა, სატექნიკო ლაბორატორიებთან ციფრული შეკვეთები  და მათი მონიტორინგი, სადაზღვევო ორგანიზაციებისთვის საჭირო დოკუმენტების ავტომატური წარმოება და ფასდაკლებების მართვა და ბევრი სხვა საჭირო დეტალი, რომელიც საჭიროა სტომატოლოგიური კლინიკის ფუნქციონირებისთვის. ჩვენ ასევე ინტეგრირებული გვაქვს სახელმწიფო სერვისები, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს EHR (ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერები) სისტემაში პაციენტის მკურნალობის ისტორიის სინქრონიზაცია და ელექტრონული რეცეპტების სისტემაში სარეცეპტო მედიკამენტების დანიშნულებების სინქრონიზაცია. აგრეთვე, NCDC ყოველწლიური სტატისტიკის ავტომატური წარმოება.

M: თქვენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100’000 ლარიან საგრანტო პროგრამაში დაფინანსდით სერვისების გაუმჯობესების მიზნით. როგორი იყო ის პროდუქტი, რომელიც წარუდგინეთ ჟიურის და როგორი უნდა გაგეუმჯობესებინათ ის?

როდესაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100’000-ლარიან საგრანტო კონკურსში გავიმარჯვეთ, ფაქტობრივად „დენტოსის“ პირველადი ვერსია გვქონდა და გვყავდა მხოლოდ 5 პარტნიორი კლინიკა. ეს ერთგვარი MVP (Minimum Viable Product) იყო, როდესაც სრული პროდუქტის შექმნამდე ხდება მისი საბაზრო ტესტირება, რამდენად გამოიყენებს სამიზნე სეგმენტი აღნიშნულ პროდუქტს. ეს ეტაპი, ფაქტობრივად, გავლილი გვქონდა, ხოლო გრანტის მოპოვების შემდეგ განსაკუთრებით დაჩქარდა პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწა, დაემატა არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამული მოდული, შეიქმნა მობილური აპლიკაცია ექიმებისთვის, რისი საშუალებითაც განსაკუთრებით გამარტივდა პროგრამის გამოყენება. გრანტმა ხელი შეგვიწყო კომერციალიზაციაში, რამაც პირველივე წელს მოგვცა შედეგი და პარტნიორი კლინიკების რაოდენობა გააოცმაგა. დამეთანხმებით, პირველივე წელს ამ რაოდენობით ზრდა ნამდვილად თვალშისაცემია. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ 200-მდე პარტნიორი კლინიკა გვყავს ქვეყნის მასშტაბით და მათ ხარისხიან სერვისს ვაწვდით, ვზრუნავთ მათ კომფორტზე.

M: რატომ გაკეთდა არჩევანი მაინცდამაინც სტომატოლოგიურ კლინიკებზე და რამდენად რეალურია მსგავსი პროგრამის შექმნა უფრო ფართო პროფილის კლინიკებისთვის?

რადგან სილამაზის სალონები, ესთეტიკის ცენტრები და სტომატოლოგიური კლინიკები შიდა პროცესებით მონათესავე ბიზნეს სეგმენტებია, თავდაპირეველად ვიფიქრეთ, რომ პროგრამული უზრუნველყოფა სამივე სეგმენტისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ზოგადად ბიზნესს არ უყვარს, როდესაც რამდენიმე სეგმენტზე ერთდროულად ხარ კონცენტრირებული, საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ვერცერთს აკეთებ ხარისხიანად. ამიტომ კონცენტრაცია მხოლოდ სტომატოლოგიაზე ავიღეთ, ზედმიწევნით შევისწავლეთ კლინიკის შიდა პროცესები და შევქმენით „დენტოსი“, რომელიც ერთგვარი „ხარისხის ნიშანი“ გახდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რაც შეეხება ფართო პროფილის კლინიკებისთვის მსგავსი პროდუქტის შექმნას, არაფერს გამოვრიცხავთ, ეს უფრო დროის საკითხია და ვფიქრობთ აღნიშნული საკითხის სამომავლოდ განვითარებას.

M: როგორც ვიცით, მალე ესთეტიკური ცენტრების პროგრამის გაშვებასაც აპირებთ. გთხოვთ, ამაზეც გვესაუბროთ. რა ტიპის პროგრამა იქნება ეს და რაში დაეხმარება სალონებსა და ცენტრებს?

დიახ, უახლოეს მომავალში ბაზარზე “CosmetiQ” შემოვა, რაც დენტოსის პროდუქტია და რომელიც ორიენტირებული იქნება ესთეტიკურ ცენტრებსა და სილამაზის სალონებზე. CosmetiQ-ით განსაკუთრებით გამარტივდება მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ჩაწერები და ვიზიტების მართვა, ფინანსების მართვა, ლოიალურობის პოლიტიკის შექმნა და მართვა თითოეულ მომხმარებელზე, საწყობისა და მარაგების მართვა და საჭირო დოკუმენტაციების მიღება ავტომატურ რეჟიმში. საერთო ჯამში ეს დაზოგავს დროს და გაამარტივებს ყოველდღიური პროცესების მართვას, რა თქმა უნდა, „დენტოსის“ ხარისხით! ბიზნესისთვის დაზოგილი დრო და პროცესების მოწესრიგება პირდაპირ გადაითარგმნება მათ მომგებიანობაზე.

“CosmetiQ” განკუთვნილი იქნება ესთეტიკური ცენტრებისთვის, მცირე, საშუალო და დიდი სილამაზის სალონებისთვის, რომლებიც თავად გადაწყვეტენ მოთხოვნების და სიდიდის მიხედვით რომელი პროგრამული პაკეტით ისარგებლონ. რა თქმა უნდა შესაძლებელი იქნება პროგრამული უზრუნველყოფის მორგება მიზნებსა და პროცესებზე.

M: ერთიანად რომ შევაფასოთ, რამდენად აადვილებს პროგრამები ასეთი სერვისების ფუნქციონირებას და მომხმარებელს რას უადვილებს პირველ რიგში?

ყველაფერი შედარებითია. მაგალითად, თუ ავიღებთ სტომატოლოგიურ კლინიკას, რომელიც დღის განმავლობაში წერს პაციენტის ისტორიის ანკეტებს, დანიშნულებებს, სადაზღვევო მიმართვას, ავსებს 8 სახის ჟურნალს, ითვლის და ახარისხებს საწყობის მარაგებს, გადახდილ თანხებს, ფინანსებს, ხოლო დღის ბოლოს ამ ყველაფრის რეპორტს ამზადებს და ამას დავუპირისპირებთ პროგრამულ უზრუნველყოფას, რაც ამ პროცესების 90%-ს ავტომატურად აკეთებს და ამზადებს, სხვაობა ძალიან დიდია. ეს არის კლინიკის მენეჯმენტი ერთ სივრცეში, ციფრულად. მე მგონი, რომ წარმოუდგენელი გახდა ამ ყველაფრიდან წარსულში დაბრუნება და ქაღალდის გამოყენება.

ესთეტიკური ცენტრების, სილამაზის სალონების მომხმარებლებისთვის და სტომატოლოგიური კლინიკის პაციენტებისთვის პირველ და ბოლო რიგში, ეს არის სერვისის მიღებისა და კომუნიკაციის კომფორტი, როდესაც SMS შეტყობინებას იღებთ ჩაწერაზე, თქვენს სტატუსსა და ფასდაკლებებზე, გიგზავნიან ციფრულ დანიშნულებას, მკურნალობის გეგმას, კლინიკაში ვიზიტისას ხელს აწერთ ელექტრონულად და ასეთი ბევრი წვრილმანი დეტალია, რომელიც საერთო ჯამში ქმნის სერვისით სარგებლობის ხარისხს, კომფორტსა და სიამოვნებას.

„დენტოსს” ბევრ მიმდინარე საქმესთან ერთად, სამომავლო გეგმებიც აქვს. დეტალებს კომპანია ჯერჯერობით ბოლომდე არ ამბობს, თუმცა არსებული და უკვე გამოცდილი ბაზრის შემდეგ, სამომავლოდ საზღვარგარეთაც უნდა სერვისის მიწოდება. პირველ ეტაპზე ეს იქნება პოსტ-საბჭოთა და ევროპის ქვეყნები, რაზეც გუნდმა აქტიური მუშაობა უკვე დაიწყო.

[R]

როგორ შეიქმნა „ფეიბოქსის“ განახლებული ვიზუალური ბრენდინგი?

Bahu Winery Barrique-ს ეტიკეტის დიზაინი