in

ჟერარ დეპარდიე აგრძელებს მსოფლიოს “გაოცებას”, ამჯერად რუსეთში ავეჯის დიზაინერად იქცა

ფრანგ მსახიობს და რუსეთის მოქალაქეს ჟერარ დეპარდიეს ახალი მისია დაეკისრა, სარატოვის ავეჯის ქარხნის რეკლამირება. მსახიობი ავეჯის სახლის სახე გახდა და ამავდროულად თვითონ იღებს მონაწილეობას დიზაინის შემუშავებაში.

ქარხანაში სტუმრობისას დეპარდიემ ჟურნალისტებს რამდენიმე გეგმა გაანდო, მათ შორისაა რესტორნების ქსელის “ჟერარის” გახსნა და ბიო-არყის წარმოება, რომელიც მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან გაკეთდება.

სანამ დეპარდიე ფართომასშტაბიან ბიზნეს გეგმებს აწყობს ის უკვე აქტიურად ჩაერთო რუსულ სარეკლამო კამპანიებში. მან ორ რეკლამაში მიიღო მანიაწილეობა, ბანკ “Советский”-ის  და ახალი საათების “Proud to be Russian”-ის  სახედ ფრანგი მსახიობი იქცა.

საძინებელი ღრუბლებში – IKEA-ს შესანიშნავი რეკლამა

აღმოაჩინეთ მშვიდი სამყარო! BBDO და BOSCH-ის ექსპერიმენტი მტვერსასრუტით!