in

მეორეული ტანსაცმლის ყიდვით მიღებული აღფრთოვანება Depop-ის კამპანიაში

სავარაუდოდ, Depop-მა მომხმარებლების ბედნიერ ადგილს მიაგნო… იგი ვინტაჟურ ჯინსებსა და მაისურებს შორის უნდა იყოს. წრიული მოდის აპლიკაციის უახლესი კამპანია Depopamine-ის კონცეფციას გვაცნობს — ტერმინი იმ ეიფორიის მოზღვავების აღსანიშნავად, რომელიც Depop-ზე იდეალური ნივთის პოვნას ახლავს თან. ამიტომაც, აქ სურათების სერიას ნახავთ, რომლებიც ბილბორდებზე, მაღაზიის ვიტრინებსა და ბროშურებზე ჩნდება. თითოეული ადამიანების რეაქციებს ასახავს სხვადასხვა ნაჭრის მქონე ტანსაცმლის შეხებაზე. 

M2

გაფართოებული თვალები, დაბურძგვლის შეგრძნება ხელებზე, გაოცებისგან გაღებული პირი, ვარდისფერი კოქტეილის კაბა, ბრილიანტებით მორთული ფეხსაცმელი თუ სხვა Depop-ის ბილბორდებზე იდებს ბინას. გამომდინარე იქიდან, რომ მთავარი აქცენტი ვიზუალურ მხარეზეა, წარწერა მინიმალისტურად ჩნდება: found it on Depop.

ცალსახად, ვიზუალები შთამბეჭდავია… და შეგვახსენებს, რომ მეორეული მოდა უბრალო ტრენდზე მეტია. სინამდვილეში მთლიან მოდის ბაზარზე 3-ჯერ სწრაფადაც იზრდება, Depop კი აქ თავს მნიშვნელოვან გაყიდვების პლატფორმად მიიჩნევს — თუ 43.5 მილიონ რეგისტრირებულ მომხმარებელს გავითვალისწინებთ, რთულია, არ დაეთანხმო…

„ჩვენი მისიაა, გავხადოთ მოდა ბრუნვადი, ამის მთავარი გასაღები კი მეორეული მოდის ყველაზე შთამაგონებელ და სასურველ ალტერნატივად ქცევაა. ეს კამპანიაც სწორედ ამ მიზნით შეიქმნა, ჩვენი საზოგადოების შეგრძნების დაფიქსირებით, თუ რას განიცდიან, როცა სასურველ ნივთს პოულობენ“, — განმარტავს სონია ბიდლი, Depop-იდან. 

კამპანიაზე Uncommon Creative Studio-მ იმუშავა. 

შანია ტვეინი McDonald’s-ში სამუშაოდ დაბრუნდა

ეს სათამაშო ბავშვებისთვის არ არის — მეფე ჩარლზ III-მ „მონარქი დათუნია“ გამოუშვა