in

ანაბარი – თანხა, რომელსაც მოაქვს დამატებითი სარგებელი %

ხშირად მოვისმენთ რეკომენდაციებს, რომ ბავშვებს მცირე ასაკიდანვე ვასწავლოთ ფულის დაზოგვა, რომ ეს უნარი ძალიან მნიშვნელოვანია. გვირჩევენ, დაზოგვის ჩვევების განვითარებასთან ერთად, შვილებს „ჯიბის ფულის“ რაციონალურად და გეგმაზომიერად ხარჯვის საშუალება მივცეთ, რადგან ადრეული ასაკიდანვე „ფულის გადადების” ჩვევა, სამომავლოდ,  ფინანსური სტაბილურობისკენ უფრო მიდრეკილს ხდის; ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ამ საქმეში მთავარი – მშობლების ჩართულობა და სწორი პრაქტიკაა, უნებლიეთ ფულის არარაციონალურად   ფლანგვის მაგალითები რომ არ გავხდეთ. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ შესავალი და სხვა სტატიის თემაა. ახლა უფროსებში დაზოგვის ჩვევებსა და საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ ტრენდებს შევეხებით – სად და როგორ ინახავენ უფროსები საკუთარ დანაზოგს და რატომ არის  მნიშვნელოვანი დაზოგვაზე ორიენტირებული სამომხმარებლო ქცევა?! ამასთან დაკავშირებით საქართველოში გერმანული „პროკრედიტ ბანკის“ ფიზიკური პირების განყოფილების   წარმომადგენელი თამუნა მანაგაძე გვესაუბრა.

ყველას კარგად გვესმის, რომ ფულის დაგროვების დაწყება არც თუ ისე მარტივია. ძირითადი გამოწვევა შემოსავლებისა და ხარჯვითი სურვილების შეუსაბამობაა. მაგალითად მოვიყვანოთ ორი დასაქმებული ადამიანი, რომელთაგანაც ერთი წელიწადში 40 000 ლარზე მეტს გამოიმუშავებს, თუმცა. თვიდან-თვემდე, მაინც ხელფასის მოლოდინშია, ხოლო მეორეს წლიურად, 15 000 ლარი აქვს შემოსავალი. თუმცა საცხოვრებელი ხარჯების დაფარვასთან ერთად, დანაზოგის გადადებასაც ახერხებს. როგორც გვითხრეს, ამ ორ განზოგადებულ ამბავს მარტივი ახსნა აქვს:

„ეს კალორიების კონტროლს ჰგავს, რაც ფინანსური სტაბილურობის სქემის მსგავსია – მნიშვნელოვანია, გულდასმით ვაკონტროლოთ, რამდენს გამოვიმუშავებთ  და რამდენს ვხარჯავთ – ამ ორი მაჩვენებლის ბალანსი, ჩვენს გრძელვადიან ფინანსურ სტაბილურობას განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ და დროულად გავაანალიზოთ ჩვენი რესურსები –  როცა წინასწარ იცი ყოველთვიური შემოსავალი და მოსალოდნელი ხარჯი, მეტად ორგანიზებულად უმკლავდები ფინანსურ საჭიროებებს და გარკვეული თანხის გადადებასაც ახერხებ“, – აღნიშნავს გერმანული პროკრედიტ ბანკის წარმომადგენელი.

„თანხის დასაგროვებლად გარკვეული დროა საჭიროა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ბიუჯეტის დაგეგმვა და იმის განსაზღვრა, თუ რა თანხის გადადებას შევძლებთ ყოველთვიურად  და რა პერიოდი დაგვჭირდება საჭირო ფულადი რესურსის დასაგროვებლად. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ სად შევინახავთ ფულს. სახლში დაგროვებული ფული, არც თუ ისე მომგებიანია, ბანკი კი ის ადგილია, სადაც დამატებით შემოსავალსაც მივიღებთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბანკში ანაბრის გახსნისას ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ პირობებს და სარგებლიანობას. თუმცა არანაკლები ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხს. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ  პროკრედიტ ბანკი არის ადგილი, სადაც 21 წელზე მეტია, რაც მეანაბრეებისთვის სანდო და სტაბილური გარემოა. გერმანულ ბანკს ჩვენი ემიგრანტებიც ხშირად  ანდობენ საკუთარ დანაზოგს. მოკლედ, სადაც არ უნდა ვიყოთ, ფულის დაგროვების პერიოდი ყველგან და ყველასთვის ახალ გამოწვევას უკავშირდება, რისთვისაც  თანხის მენეჯმენტის საუკეთესო უნარებია საჭირო. თუმცა, პირადი ფინანსების მართვის ჩვევები ყოველთვიურად შეგვიძლია გავაუმჯობესოთ მიზანთან მიახლოების  მოტივაციებით“, – განმარტავს თამუნა მანაგაძე.

საქართველოში, ფინანსურ სექტორში განთავსებულ დეპოზიტებზე მცირე დაკვირვებას თუ გავაკეთებთ, ვნახავთ, რომ სამომხმარებლო ქცევა დანაზოგების კუთხით  წლიდან წლამდე პოზიტიურია. ადრეულ კვლევებსაც თუ გადავავლეთ თვალს, დაზოგვის მიზეზებსაც აღმოვაჩენთ,   მაგალითად, 2001-2004 წლებში დეპოზიტების დონის ზრდა საზოგადოებაში მომავლისადმი პესიმისტური მოლოდინების გამო დაფიქსირდა. 2009 – 2011 წლების შინამეურნეობების მიერ მნიშვნელოვნად გაზრდილი დეპოზიტები შემოსავლების დონის ზრდით და დასტაბილურების მოლოდინით ახსნეს მკვლევარებმა. დღეს კი, მსოფლიოში პანდემიის პირობებში, ეკონომიკის გამოწვევების პარალელურად, დაზოგვაზე ორიენტირება სამომხმარებლო ქცევის მთავარი  და მნიშვნელოვანი ტრენდი გახდა. ეკონომისტებიც ხშირად განმარტავენ, რომ დეპოზიტების სოლიდური პორტფელის არსებობა მომხმარებლების პირად ფინანსურ ბენეფიტებთან ერთად, ქვეყნისთვის გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური სარგებლის მოტანაც შეუძლია. ის საინვესტიციო პროცესებისთვის აუცილებელ საჭიროებათაც შეიძლება მივიჩნიოთ.

ერთმა ამერიკელმა მოაზროვნემ,  ბენჟამენ ფრანკლინმა თქვა “Money makes money. And the money that money makes, makes money“- ეს არის ყველაზე მარტივი განმარტება, რაც შეიძლება გსმენიათ ფულის შესახებ  და ის თქვენ დაზოგვის ერთ-ერთ სამოტივაციო საბაბადაც შეგიძლიათ აქციოთ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

„საფრთხე ერთი შეხედვით უხილავია“ – ანიმაცია ბავშვთა ტრეფიკინგის ფარულ ნიშნებზე

Prime Card – ექსკლუზიური შეთავაზება დაზღვეული პირების ოჯახის წევრებისთვის