როგორია 2025 წლის ვიზუალური ტრენდები? ეს კითხვა Depositphotos-ს უნდა დავუსვათ, რადგან მას უკვე აქვს ჩვენთვის პასუხი — 41 მილიონ მომხმარებელზე დაკვირვებით, რაც მოიცავს 300 მილიონზე მეტ აქტივს, სრულ სურათს წარმოგვიდგენენ იმისა, რაც წინ გველოდება… საინტერესოა, რომ 2025 წლის ტრენდები 7 მთავარ კატეგორიაში დააჯგუფეს, ესენია: The New Contemporary, Cluttercore, Getting Sentimental, AI-Fueled Art, Crafted Harmony, Embracing the Dark და Look from Above:
მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე ხელოვნება Wabi-Sabi-ის ძველ სიმარტივეს ერწყმის. ხოლო ტიკტოკის გავლენა კვლავ მზარდია, რაც „მეგობრული ქაოსის“ ესთეტიკამდე მიგვიყვანს. რაც შეეხება წინსვლას ხელოვნურ ინტელექტში, ეს უკვე წაშლის ზღვარს რეალობასა და ფანტაზიას შორის…
„ჩვენი მიზანია, თავდაჯერება შთავაგონოთ, გავაძლიეროთ ბრენდები, რათა გამოირჩეოდნენ კონკურენტულ ბაზარზე და ფოკუსირდნენ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ წელს 7 მრავალფეროვან ტრენდზე გავამახვილეთ ყურადღება, დაწყებული ძველი, საკულტო სტილით, როგორიცაა Wabi-Sabi ან 90-იანი წლების გრანჟი, და დამთავრებული ინოვაციური ესთეტიკით, რომელსაც გენერაციული ხელსაწყოები გვთავაზობს. ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამოვიკვლიეთ, როგორ შეუძლია ბიზნესს ადაპტირება ამ ცვალებად შემოქმედებით ლანდშაფტთან, ტრენდების ავთენტურად ასახვა ისე, რომ ბრენდის დნმ-სთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს, ემოციური კავშირის დამყარება აუდიტორიასთან და ამ ტრენდებით სარგებლის მიღება, როგორც B2C, ისე B2B გარემოებებში“, — აცხადებენ Depositphotos-ში.
ქვემოთ კი შეგიძლიათ, შვიდივე ტრენდს დეტალურად გაეცნოთ:
N1
N2
N3
N4
N5
N6
N7
და თუ 2025 წლის დიზაინის ტრენდებიც გაინტერესებთ, ეს უკვე ბმულზე შეგიძლიათ, ნახოთ.