in

როგორ გვეხმარება დეპოზიციონირება კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში?

შედარებით მარტივად რომ გითხრათ, დეპოზიციონირებით ირიბად იმ საკითხს ჰფენთ ნათელს, რომელსაც სხვა კომპანიები ცუდად უმკლავდებიან, თქვენ კი ეს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში გეხმარებათ. ამ ცნების გაგება კიდევ უფრო რომ გაგიმარტივდეთ, ქვემოთ Apple-ისა და Crocs-ის მაგალითებსაც გაგაცნობთ; ასევე, იმ საკითხსაც, რომლითაც Nestle-ს დაჩრდილავენ…

მაღალი გავლენის მქონე ბრენდები ძირითადად ამას მომხმარებელთა კმაყოფილებისა და კონკურენტების შესაძლებლობებს შორის არსებული ხარვეზების შევსებით ახერხებენ. თუმცა დეპოზიციონირება ნეგატიური კამპანია არ გეგონოთ, ეს ბრენდებს მეტად სტრატეგიულს ხდის და მომხმარებელთა გამოცდილებასაც აუმჯობესებს. 

აი, Apple კი დეპოზიციონირების ოსტატია, რაც სტივ ჯობსმა Macintosh-ით დაიწყო. სტრატეგია ბაზარზე მეორე ადგილზე ყოფნასა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებას მოარგო. ეფლს არ გამოუგონებია პერსონალური კომპიუტერები, თუმცა მან ისინი პრაქტიკულ მოწყობილობებად აქცია. აქ კი, ალბათ, არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ ტერმინი მომხმარებელთა გამოცდილება პირველად ეფლში გაჩნდა, თანაც ჯერ კიდევ 1993 წელს…

მეტიც, ხშირად დეპოზიციის სტრატეგია ერთადერთი რესურსია ბრენდებისთვის კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. მაგალითად, მისიაზე ორიენტირებული ჰოლანდიური ბრენდი Tony’s Chocolonely 100%-ით ექსპლუატაციისგან თავისუფალ პროდუქტებს გვპირდება და მისიას ეთიკური შოკოლადის ნორმად ქცევას უძღვნის. მათი ბრენდი ნათელს ჰფენს მონობის საკითხს კაკაოს წარმოებაში, რითაც ისეთ კორპორაციებს უტევს, როგორებიცაა Mondelez და Nestle.

დეპოზიციონირების წარმატების კიდევ ერთი ამბავს Crocs გვთავაზობს, რომელიც ნაოსნობისა და გარე აქტივობებისთვის განკუთვნილი ფეხსაცმლიდან კომფორტულ მოდელად და მალევე მიმზიდველ ბრენდად იქცა. თუმცა, თუ ადრე ქროქსები მიმების საგანი გახდა და მალევე გაკოტრდა, დღეს, როცა კონკურენტული გარემო სავსეა ისეთი ბრენდებით, როგორებიცაა Nike, Adidas და New Balance, Crocs-მა მაინც შეძლო გამოსავლის პოვნა — ხელახლა დაიმკვიდრა თავი, როგორც მომხმარებელთა თვითგამოხატვის საშუალებამ და მისცა მათ შესაძლებლობა, უბრალოდ ყოფილიყვნენ ის, ვინც სურდათ. 

ამასთან, Crocs-ის სტილი უნივერსალურია, რაც კიდევ ერთი ინკლუზიური ელემენტია, რომელიც მომხმარებლებს ბრენდი შეყვარებისკენ უბიძგებს. და რამდენად ეფექტური გამოდგა დეპოზიციონირების სტრატეგია? მართალია, პრემიუმ კლასის კონკურენტმა Allbirds-მა შექმნა ნიშა და მილიარდობით დოლარიც მიიღო, მაგრამ ქროქსმა იმაზე სამჯერ მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მხოლოდ 2022 წელს.

რაღა თქმა უნდა, კონკურენტული უპირატესობები იშვიათად თუ ეფუძნება ერთ გადამწყვეტ ფაქტორს — ბაზრებიც კომპლექსურია, მიზნებიც იცვლება, მომხმარებლები და კონკურენტები კი მუდმივად ვითარდებიან… ამიტომ, აქ არც იმ წერტილების პოვნა გეგონოთ ერთჯერადი ამოცანა, რომლის გადაჭრაც კონკურენტებზე უკეთ შეგიძლიათ, ეს მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირს.

Visa-ს საკონსულტაციო ჯგუფი Rooms Hotels-თან თანამშრომლობს — რა უპირატესობები მოჰყვება ამას?

რძის კომიქსებიანი ბოთლის დიზაინი, როგორც ბავშვების წახალისების მცდელობა