in

რატომ ამსუბუქებს დეპრესიას ტვინის მაგნიტური სტიმულაცია? — მეცნიერებმა პასუხი იპოვეს

შესაძლოა, მაგნიტური ველებით ტვინის სტიმულირებამ ადამიანებში დეპრესიის სიმპტომების შემსუბუქება გამოიწვიოს, მაგრამ აქამდე მეცნიერები დარწმუნებულები არ იყვნენ, თუ რატომ ან როგორ მუშაობდა ეს… ახალი კვლევა კი ერთ ფაქტს გვიზიარებს — პროცესი ტვინის იმ სიგნალებს აბრუნებს, რომლებიც არასწორი მიმართულებით მიდის. ხოლო სხვა მკვლევრები იმასაც ამბობენ, რომ ეს არასწორი მიმართულების მქონე სიგნალები, შეიძლება, მომავალში დეპრესიის დასადგენადაც გამოიყენონ…

M2
M2

Transcranial Magnetic Stimulation-ის (TMS) მკურნალობის მეთოდი არაინვაზიურია, მისი მორგება თითოეულ ადამიანზეა შესაძლებელი და დამტკიცებულია მარეგულირებელთა მიერ. ხოლო იმის გაგებით, თუ როგორ მუშაობს ეს პროცესი, TMS-იც გაუმჯობესდება. 

წამყვანი ჰიპოთეზა ის იყო, რომ TMS ცვლიდა ნერვული აქტივობის ნაკადს ტვინში, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, ამას სკეპტიკურად ვუყურებდი. ამიტომაც მინდოდა, თავად გამომეცადა, — აცხადებს ანიშ მიტრა, ფსიქიატრი. 

ამგვარად, მკვლევრებმა სპეციალური მათემატიკური მიდგომა აარჩიეს, რათა ტომოგრაფიული სკანირებები გაეანალიზებინათ. ეს ტვინის აქტივობის ზუსტ ვადებს გვაჩვენებდა — დროს, რომელიც ნერვული სიგნალების მიმართულებებსაც ამჟღავნებდა. კვლევაში კი მონაწილეობა დეპრესიის მქონე პაციენტებმა მიიღეს — 10-ს Stanford Neuromodulation Therapy (SNT) ჩაუტარდა, შემდგომ ათს კი SNT-ს მსგავსი აბებით მკურნალობა, მაგნიტური სტიმულაციის გარეშე. მიღებული მონაცემები 102 ჯანსაღი ადამიანის სკანირებასაც შეადარეს. 

დეპრესიის მქონე პაციენტების სამ მეოთხედში სიგნალები სხვა გზით წავიდა, კონკრეტულად კი, ემოციების დამუშავების რეგიონიდან წინა ინსულასკენ. მეტიც, რაც უფრო მაღალი იყო დეპრესიის დონე, მით უფრო მეტი სიგნალი იგზავნებოდა არასწორი გზით…

ჩვენ დავინახეთ, რომ იმის განსასაზღვრად, ვინმე დეპრესიაშია თუ არა, მნიშვნელოვანია, ვინ არის გამგზავნი და ვინ — მიმღები… თითქოს, უკვე გადაწყვეტილი გქონდათ, როგორ უნდა გეგრძნოთ თავი და შემდგომ ყველაფერი, რასაც შეიგრძნობდით, ამის მიხედვით ვითარდებოდა. ასე კი განწყობამ პირველ ადგილზე გადმოინაცვლა, — განმარტავენ მკვლევრები.

კონკრეტული მოსაზრება ძალიან ემთხვევა იმას, რაც დეპრესიის შესახებ ვიცით — ჩვეულებრივ სასიამოვნო აქტივობები იმ სიგნალებს უკავშირდება, რომლებიც ტვინის განწყობაზე პასუხისმგებელი ნაწილიდან მოდის. საინტერესოა ისიც, რომ დეპრესიის მქონე პაციენტების უმრავლესობაში SNT-თი 1-კვირიანმა მკურნალობამ ტვინის სიგნალები კვლავ სწორი მიმართულებით აამოქმედა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ მკურნალობის მეთოდს დიდი პოტენციალი აქვს.

შეუძლებელი არაფერია – Saatchi & Saatchi ცხელ სეზონს ცხელი ცვლილებებით იწყებს

შეიფერე სკუტერები, რას ელოდები? – ზუმერის დიდი გასეირნება