თვითნასწავლმა გრაფიკულმა და ბრენდ დიზაინერმა, სერგი დევრისაშვილმა, იგივე Derby, ქართული Youtube-არხი შექმნა. დიზაინი, ბიზნესი და ბრენდინგია ის მთავარი მიმართულებები, რის შესახებაც ის ვიდეობლოგებს მოამზადებს.
ამ არხის საშუალებით მინდა, ჩემი ცოდნა, გამოცდილება და მუშაობის პროცესი გაგიზიაროთ. არხი განკუთვნილია შემოქმედებითი ადამიანებისთვის, ანტრეპრენუარებისთვის.. ყველასთვის, ვისაც სურს თვითგანვითარება, – სერგი დევრისაშვილი.
პირველი ვიდეო: „ბრენდი ის არ არის, რაც შენ გგონია“
გარდა ამისა, Derby სულ მალე, 2018 წლის ბოლო პროექტს, შემოგვთავაზებს, „რომელიც ისეთივე ტკბილი და ქართული იქნება, როგორც ჩვენი საზამთრო კომპოტები. ამ პროექტს სულ მალე მოსძვრება ხუფი და ფეისბუკგვერდზე შეძლებთ მის დაგემოვნებას…“
განხილვა