in ,

საერთო საცხოვრებლის დერეფნიდან დაწყებული დიდი ურთიერთობები – კამპანია #EatTogether

სმარტფონები, ლეპტოპები, პლანშეტები, სოციალური ქსელები, ინტერნეტ სივრცე… სად ქრება ნორმალური, უშუალო ურთიერთობები?! ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, საზოგადოებას უფრო და უფრო იზიდავს მისი მომნუსხველი შესაძლებლობები, მაგრამ ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, ვისაც უბრალო ინიციატივით შეუძლიათ მოვლენების უკეთესობისკენ წაყვანა. საკვები პროდუქციის მწარმოებელმა კანადურმა ბრენდმა President’s Choice კამპანია #EatTogether წამოიწყო.

BOG
BOG

ერთი მაგიდის გარშემო ვახშმობა, კარგი საუბრისა და გულღია ურთიერთობების დასამყარებლად მშვენიერი საშუალებაა. სწორედ, ამ გზას მიმართავს ბრენდის ვიდეორგოლის მთავარი გმირი, რომელსაც სმარტფონებში თავჩარგულ მეზობლებთან ურთიერთობა მთელი გულით სურს.

 

https://www.youtube.com/watch?v=vDuA9OPyp6I

წარმატება საკუთარი ძალებით! – დევიდ ბექჰემი Adidas-ის ვიდეორგოლში

როგორ შევქმნათ ლოგო “რთული” ასოებით?