in

რესტორანი „დერგი“ – შეფ ლევან კობიაშვილის საავტორო კახური კერძებით

სიღნაღამდე არმისულს, სოფელ ნუკრიანთან რესტორანი „დერგი“ შეგხვდებათ, სადაც შეფმზარეულ ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით ექსკლუზიური კახური კერძები, ქვევრის ღვინო და ეთნოგარემოა გაერთიანებული. 

შთამბეჭდავია რესტორნის ინტერიერიც – შესვლისთანავე შენიშნავთ ოთახის ცენტრში განთავსებულ ბუხარს, რომელიც „დერგის“ მთავარი სიმბოლოა. რესტორნის პირველი სართული ვინტაჟურ, დუქნის სტილშია გადაწყვეტილი. მის ინტერიერს ქართული მეღვინეობის უძველესი ნივთები, ჭურჭელი და უზარმაზარი საწნახელი ამშვენებს, რომელიც შუშის ზედაპირის დამსახურებით, მაგიდის ფუნქციას ითავსებს. აღსანიშნავია მეორე სართულიც, XX საუკუნის დასაწყისისთვის დამახასიათებელი ინტერიერითა და გრაციოზულობით.

„დერგის“ მთავარი ნიშა მისი მასპინძლობა და კერძებია. ლევან კობიაშვილმა მარკეტერთან რესტორნის შესახებ.

M: როგორ არის განაწილებული „დერგის” სივრცეები, სტუმრების მისაღებად?

რესტორნის სივრცე რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი. მისი განაწილება საშუალებას იძლევა პარალელურად რამდენიმე ტიპის ღონისძიებას ვუპასპინძლოთ. მაგალითად, მინუს ერთ სართულზე მარანია განთავსებული და 40-45 ტონა ღვინის წარმოების საშუალებას იძლევა, ხოლო სადეგუსტაციო მარანი ღვინის ტურისთვისაა განკუთვნილი. პირველი სართული „დუქანს“ უჭირავს, სტუმრების ყოველდღიურად მისაღებად, პირველი და მეორე სართულის ვერანდებიდან კახეთის ულამაზესი პეიზაჟებითა და მზის ჩასვლით შეგიძლიათ ტკბობა. „დერგის“ დიდ დარბაზში დიდ წვეულებებს – ქორწილებს, კორპორაციულ საღამოებსა და კონფერენციებს ვმასპინძლობთ, მცირე დარბაზში – 20-25 პერსონაზე გათვალისწინებულ დახურულ წვეულებებს.

M: როგორია „დერგის“ მენიუს თქვენეული ხედვა?

რესტორანში წარმოდგენილია ტრადიციული ქართულ-კახური სამზარეულო. ჩვენი კერძების უმეტესობა საავტოროა, შესაბამისად, დაგემოვნება ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენს რესტორანშია შესაძლებელი. მენიუ სეზონურად იცვლება, რადგან სამზარეულო ძირითადად მარაგდება ადგილობრივი პროდუქტებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „დერგის“ მარანში იწურება რამდენიმე სახის ქვევრის ღვინო, ხოლო მარნის აწყობასა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზე იმუშავა გიორგი ბარისაშვილმა.

M: ლევან, თქვენთვის რას ნიშნავთ, იყოთ „დერგის” ბრენდ შეფი?

პირველ რიგში, ინტერესს. ახალი გამოწვევები ყოველთვის აუცილებელია პროფესიული საქმიანობისთვის, ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო იყო პროექტზე მუშაობა. კახეთი ჩემი კუთხეა ამიტომ, მეტად მინდოდა მაღალი სტანდარტის რესტორანი ყოფილიყო რეგიონში. მნიშვნელოვანია ადგილობრივების ჩართულობა და მათთვის სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენი თანამშრომლების 90% ადგილობრივია და პრიორიტეტულია ახალგაზრდების დასაქმება.

M: რითაა დასამახსოვრებელი „დერგის” მასპინძლობა?

ვცდილობთ, სტუმრებს შევუქმნათ მყუდრო, შინაურული გარემო, და მთავარი, ვამკვიდრებთ მიდგომას, რომ ყოველ ჯერზე მოსულ სტუმარს ვუმასპინძლოთ უცვლელი ხარისხით.

ვცდილობთ, ავყვეთ ინოვაციებს, მაგალითად, „დერგი“ ერთადერთი რესტორანია კახეთის რეგიონში და ერთ-ერთი პირველი ქვეყნის მასშტაბით სადაც კრიპტო-ტერმინალით გადახდაა შესაძლებელი.

M: გაგვიზიარეთ, როგორია „დერგის“ სამომავლო გეგმები?

ახლახანს გავხსენით ტერასა, სადაც ზაფხულის პერიოდში ვუმასპინძლებთ სხვადასხვა სტილის ცოცხალ შესრულებას, შემოდგომიდან კი უფრო აქტიურად დავიწყებთ სადეგუსტაციო ტურებს და მასტერკლასებს უცხოელებისთვის.

[R]

„თეთრი კვადრატი” გაყიდვების სივრცის ახალ კონცეფციას გვთავაზობს

3 გზა ღირებული მიზნის მქონე სამუშაოს შესაქმნელად