in

პირველად საქართველოში — მსოფლიოში კარგად ცნობილი, უნიკალური აპარატი DERMADROP მხოლოდ ვაკის კარაპს მედლაინში!

ინოვაცია კოსმეტოლოგიაში — კანის რეგენერაციის, გაახალგაზრდავებისა და სხვადასხვა დერმატოლოგიური ჩვენების მკურნალობა ინიექციის გარეშე. საქართველოში პირველად, უკვე ვაკის კარაპს მედლაინშია ხელმისაწვდომი უმაღლესი ხარისხის, გერმანული ტექნოლოგიით შექმნილი DERMADROP აპარატი, რომელიც ინიექციის გარეშე, ჟანგბადის მაღალი წნევის ზეწოლით და ზებგერითი სიჩქარით უზრუნველყოფს ჰიალურონის მჟავის, ვიტამინებისა და სხვა აქტიური ნივთიერებების შეყვანას კანის დერმალურ ფენაში, 3,5 მმ-ზე (ინიექციური პროცედურების ანალოგიურად).

აპარატის მუშაობისას გამოყენებული უმაღლესი ხარისხის შვეიცარიული შრატები შეიცავს დაპატენტებულ LP3 (აქტიურად გამტარი) კომპლექსს, რომელიც ჟანგბადის შერევით მაქსიმალურად სწრაფად ააქტიურებს შრატების კომპონენტებს და ხელს უწყობს მათ სწრაფ შეღწევადობას კანის ღრმა ფენებში. 

უნიკალური ტექნოლოგიის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია საერთაშორისო კლინიკური კვლევებით და აღიარებულია სამეცნიერო დონეზე. 

„უმტკივნეულო, კომფორტული და აბსოლუტურად უსაფრთხო Dermadrop აპარატი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და პრობლემის მქონე პაციენტებისთვის, მათ შორის ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ ინიექციების შიში — ე.წ. needle phobia; ასევე, მამაკაცებისთვის, სპორტით დაკავებული ადამიანებისთვის და ზოგადად ახალგაზრდებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ ინიექციური ჩარევა ჯერ ადრეა, თუმცა სურთ ჯანსაღი და ლამაზი კანი.

აპარატი განსაკუთრებით პოპულარულია მათთვის, ვისაც აწუხებს კანის სხვადასხვა პრობლემა (აკნე, გამონაყარი და ა. შ.) რაც მთავარია, Dermadrop-ით ჩატარებული პროცედურების უსაფრთხოება კლინიკურად არის დადასტურებული ორსულთათვისაც. აპარატურული პროცედურის ხანგრძლივობა 30 წუთია, არ საჭიროებს რეაბილიტაციას და რეკომენდებულია 3-6 პროცედურის ჩატარება ერთკვირიანი ინტერვალით“,კარაპს მედლაინის ექიმი-დერმატოლოგი, ნინო გოგიბერიძე.

Dermadrop უზრუნველყოფს:

✨ კანის ღრმა დატენიანებას/რევიტალიზაციას და მომენტალურ ლიფტინგს;

✨აკნეს და სხვადასხვა ტიპის კანის პრობლემების მკურნალობასა და მოვლას;

✨ ნაოჭების შემცირებას;

✨ კანის ერთგვაროვან ფერს და ჯანსაღ ბზინვარებას;

✨ პიგმენტაციის გაუფერულებას.

[R]

უგულშემატკივრე შავ ლომს ჩელენჯ თასზე

Acer – გაბედული ნაბიჯებით წარმატებამდე