in

დიზაინი და მომავლის ქალაქები – იტალიურ – ქართული გამოფენა და სემინარი თბილისში 

20 მარტს, „იტალიური დიზაინის დღესთან” დაკავშირებით, გამოფენა და სემინარი გაიმართება, რომელშიც იტალიელი და ქართველი არქიტექტორები მონაწილეობენ. ღონისძიებები 10:00 საათიდან, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (სიონის ქ. 8) დაიწყება.

BOG
BOG

„დიზაინი ერთ-ერთ მთავარი მიმართულებაა, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივის “Vivere All’Italiana” („იცხოვრე იტალიური ცხოვრების წესით“) პოპულარიზაციას ემსახურება. ეს ინიციატივა საელჩოების, საკონსულოებისა და მთელს მსოფლიოში არსებული იტალიური კულტურის ცენტრების მეშვეობით ხორციელდება. იტალიური გამოცდილების გასაზიარებლად, სხვადასხვა ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, „იტალიური დიზაინის დესპანად“ წოდებული ასობით იტალიელი არქიტექტორი, მეწარმე, ჟურნალისტი და დიზაინერი მონაწილეობს“.

წელს, „იტალიური დიზაინის დღის“ თემაა „კავშირი დიზაინსა და მომავლის ქალაქებს შორის და დიზაინის როლი (როგორც დარგის, რომელსაც ეკოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება ეკისრება თანამედროვე ქალაქების „ჭკვიან ქალაქებად“ გარდაქმნის პროცესში)“. მთავარი თემა იგივეა 22-ე საერთაშორისო გამოფენაზე “Triennale di Milano” და ავეჯის 58-ე საერთაშორისო გამოფენაზე “Salone del Mobile”. 

გამოფენა “Italian Architecture Prize 2018”, რომელიც სემინართან ერთად გაიხსნება, დამთვალიერებელთათვის, ღია 2019 წლის 30 მარტამდე იქნება.

„სემინარს, რომლის სამი ნაწილი თანამედროვე იტალიურ არქიტექტურას, „ჭკვიან ქალაქებსა“ და რესტავრაციას ეძღვნება, იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი, იტალიის არქიტექტორების ეროვნული საბჭოს წევრი, პროფესორი ლივიო საკი და „თავისუფალი უნივერსიტეტის“ არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ჯესი ვოგლერი გახსნიან.

„ღონისძიების პირველ ნაწილში მონაწილეობენ იტალიის არქიტექტურული პრემიით დაჯილდოებული არქიტექტორები: ფრანჩესკო მანიანი – (არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და დიზაინის დარგში მომუშავე საერთაშორისო ბიურო MAP Studio) წარადგენს რამდენიმე პროექტს, მათ შორის, ვენეციის არსენალის “Torre di Porta Nuova”-ს რესტავრაცია-აღდგენის, 2018 წელს იტალიის არქიტექტურული პრემიით დაჯილდოებული ვენეციის ტრამვაის პლატფორმისა და ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს საგამოფენო პავილიონის პროექტებს; სტეფანო რაგაცო (იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, საბერძნეთში, უკრაინაში, პორტუგალიასა და ჰოლანდიაში განხორციელებული მრავალრიცხოვანი პროექტების ავტორი, არქიტექტორების ჯგუფი Orizzontale) მოხსენებაში „საერთო სივრცეთა აგება“ მოგვითხრობს კავშირზე ადამიანსა და მის გარშემო არსებულ ურბანულ პეიზაჟს შორის. ასევე, ქალაქის მაცხოვრებლებსა და ქალაქის ადმინისტრაციებს შორის ახალი ტიპის თანამშრომლობაზე“.

ღონისძიების „არქიტექტურა, დიზაინი და მომავლის ქალაქი” ორგანიზატორია იტალიის საელჩო საქართველოში, იტალიის არქიტექტორების, დამპროექტებლებისა და ლანდშაფტის არქიტექტორების ეროვნულ საბჭოსთან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიების მიზანია, წარმოაჩინოს ის იდეები, პროექტები და გადაწყვეტილებები, რომლებიც საინტერესო და მნიშვნელოვანია ქალაქში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და მომავლის ქალაქებზე მსჯელობის ხელშეწყობისათვის.

იზრუნე მათზე, ვინც ოდესღაც შენზე იზრუნეს

სახელოვნებო ორგანიზაცია „პროპაგანდა“ და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში ერთობლივ გამოფენას გახსნიან