7
Feb
2019

დიზაინის საერთაშორისო კონკურსი “Design Award & Competition” გამოცხადდა

7 Feb 2019

დიზაინერების საერთაშორისო კონკურსი “Design Award & Competition“, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მყოფ დიზაინერებს მოუწოდებს, მიიღონ მონაწილეობა და მოიპოვონ ცნობადობა მისი საშუალებით. კონკურსის მიზანს წარმოადგენს გემოვნებიანი დიზაინების პოპულარიზაცია. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ დიზაინერებს, ისე ბრენდებსა და კომპანიებს.

რაც შეეხება ფორმატს, კონკურსი მოიცავს დიზაინის 110 კატეგორიას (მაგ: ავეჯის დიზაინი, ინტერიერი, ტანსაცმელი და ა.შ) ასე რომ, დიზაინერები ამ მხრივ შეზღუდულები არ არიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კონკურსის ყოფილ გამარჯვებულებს წარმოადგენენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: კოკა-კოლა, ნესთლე, vodafone, ლენოვო, bridgestone და სხვა. გამარჯვებულს წილად ხვდება საერთაშორისო აღიარება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი შემოთავაზება, ურთიერთობა მნიშვნელოვან კონტაქტებთან და ბრენდებთან, ასევე, მისთვის სპეციალურად დამზადდება ლოგო, რომლითაც იგი საერთაშორისო ასპარეზზე წარდგება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

განხილვა