სმარტ აკადემია წლებია, რაც დაინტერესებულ პირებს დიზაინის მიმართულებით პრაქტიკულ კურსებს და კარიერის პროგრამას სთავაზობს. თითოეული კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ, სტუდენტებს აქვთ შანსი გაიარონ ერთთვიანი პრაქტიკა, გაიმრავალფეროვნონ პორტფოლიო და თავდაჯერებულად პოზიციონირდნენ დამკვეთთან თუ დამსაქმებელთან.
მაშ ასე, მიმოვიხილოთ თითოეული დიზაინ პროფესია:
UX/UI დიზაინი
UX/UI დიზაინი ორ მნიშვნელოვან კომპონენტს აერთიანებს:
- UX დიზაინი – განსაზღვრავს მომხმარებლის ურთიერთქმედებას, გამოცდილებას აპლიკაციებსა და ვებგვერდებთან.
- UI დიზაინი – შეეხება უშუალოდ აპლიკაციისა თუ ვებგვერდის ინტერფეისს.
სწორედ ამ ორი კომპონენტის იდეალური სინთეზით აღწევს UX/UI დიზაინერი მომხმარებელზე მორგებული დიზაინის შექმნას.
UX/UI დიზაინის კურსის განმავლობაში შეისწავლი ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც საშუალებას მოგცემს დამოუკიდებლად ააწყო ვებ და მობაილ აპლიკაციების დიზაინი და შეძლებ დასაქმდე ან სტაჟირება დაიწყო უმცროს UX/UI დიზაინერის პოზიციაზე.
გაიგე მეტი UX/UI დიზაინის კურსზე
გრაფიკული დიზაინი
გრაფიკული დიზაინი ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მოთხოვნადი სფეროა და სწორედ ამიტომ ამ პროფესიის წარმომადგენლებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.
გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.
კურსზე ისწავლი:
- Adobe Photoshop, Adobe Illustrator და Adobe InDesign პროგრამების საფუძვლებს;
- საბეჭდი და ვებ-მასალების მომზადებას;
- ბრიფის მიხედვით კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე მუშაობას.
კურსის დასრულების შემდეგ კი შეძლებ:
- მიღებული საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროექტებზე მუშაობას;
- მარტივი და ეფექტური გზებით გამართული და პრეზენტაბელური დიზაინის შექმნას.
გაიგე მეტი გრაფიკული დიზაინის კურსზე
AFTER EFFECTS – MOTION DESIGN
თანამედროვე სამყაროში მოუშენ დიზაინერის პროფესია სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის არა მხოლოდ იმ დამწყებთათვისაა მიმზიდველი, რომელთაც ახალი პროფესიის ათვისება სურთ, არამედ უკვე გამოცდილი გრაფიკოსი დიზაინერებისა თუ ილუსტრატორებისთვისაც.
Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ შეძლო 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება; გაეცნო ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.
გაიგე მეტი AFTER EFFECTS – MOTION DESIGN კურსზე.
3D გრაფიკა – BLENDER
Blender უფასო სამგანზომილებიანი რედაქტორია, რომელსაც სრული სამგანზომილებიანი ფუნქციონალის მხარდაჭერა გააჩნია. ეს ყოველივე გულისხმობს, რომ მისი საშუალებით, არტისტს შეუძლია მოდელირება, ძერწვა, რენდერინგი, სიმულაცია, ანიმაცია და სხვა.
3D გრაფიკა – BLENDER-ის კურსის მეშვეობით, შეძლებ Blender-ის სამგანზომილებიანი რედაქტორის მეშვეობით ობიექტებისა და სცენა-ვიზუალიზაციების აწყობას, ტექსტურირებას და შემდგომ, მათ ციფრულ პროდუქტად გადაქცევას.
გაიგე მეტი 3D გრაფიკა – BLENDER-ის კურსზე.
ინტერიერის დიზაინი
ინტერიერის დიზაინი ადამიანებს ეხმარება გაიგონ ბევრი რამ სივრცის შესახებ და გაიაზრონ, თუ როგორ შეიძლება აითვისონ სივრცე ისე, რომ იგი იყოს თან პრაქტიკული და თან კომფორტული. ინტერიერის დიზაინში გათვლილია ყველა ის ფუნქციური საჭიროება, რომლებსაც ერთი შეხედვით არ ვაკვირდებით, მაგრამ მის გარეშე ცხოვრება გაგვიჭირდებოდა.
ინტერიერის დიზაინერი არ ზრუნავს მხოლოდ სივრცის იერსახეზე, არამედ ის ცდილობს მის უფრო მეტად ფუნქციურ ათვისებას. სწორედ ამიტომ, ინტერიერის დიზაინერის როლი უმნიშვნელოვანესია სახლის, ბინის თუ ოფისის დაგეგმარებისას.
სმარტ აკადემიის ინტერიერის დიზაინის კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისათვის, ვისაც სურს შეისწავლოს ინტერიერის დიზაინი და შექმნას საკუთარი ბინის, ოფისის თუ სხვა სივრცის დიზაინი.
დაინტერესებული პირები კურსზე გაივლიან არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, რომლებიც აუცილებელია ამ სფეროში მუშაობის დასაწყებად.
3,5-თვიანი კურსის ფარგლებში სტუდენტები დაეუფლებიან Archicad-სა და 3D Max-ს, ექნებათ საველე დღეები ობიექტებზე და ესტუმრებიან შოურუმებს.
გაიგე მეტი ინტერიერის დიზაინის კურსზე.
ტექნიკური დიზაინი და სასტამბო საქმე
სულ ახლახან, სმარტ აკადემიამ ახალი კურსი – ტექნიკური დიზაინი და სასტამბო საქმე დაამატა.
კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე დიზაინერებს და მარკეტერებს დაეხმაროს იმის გარკვევაში თუ როგორ მუშაობს სარეკლამო საწარმო სფერო. რა მასალები და დაზგები არსებობს, რა უნდა გაითვალისწინონ ფაილების მომზადებისას, როგორ შეარჩიონ ბეჭდვის მეთოდი და მიიღონ საუკეთესო შედეგები.
ფოტო
კურსი ერთთვიანია და მსმენელები შეძლებენ:
- Adobe Photoshop-ის, Adobe Illustrator-ისა და Adobe Indesign პროგრამების საშუალებით ტექნიკურად გამართული საბეჭდი ფაილების მომზადებას;
- გაერკვიონ საბეჭდი მასალების მრავალფეროვნებაში და ხარისხებში, დაზგების და ტექნოლოგიების სპეციფიკაში;
- შეადგინონ ტექნიკური დავალება სტამბისთვის.
გაიგე მეტი კურსზე – ტექნიკური დიზაინი და სასტამბო საქმე
GRAPHIC DESIGN PORTFOLIO BOOTCAMP
პორტფოლიო ბუთქემფი არის ვორქშოპების და პრაქტიკული სამუშაოების ნაკრები, რომელიც გათვლილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში, ფლობენ პროგრამებს და სურთ განივითარონ შემოქმედებითი აზროვნება, გაიფართოონ ვიზუალური ხედვა და დახვეწონ საკუთარი სტილი და გემოვნება. ასევე, იმ დიზაინერებისთვის, რომლებსაც შეიძლება შემოქმედებითი კრიზისი აქვთ და სურთ ახალი გზების პოვნის და გამოცდილების მიღება.
ბუთქემფის დასრულების შემდეგ გეცოდინება:
- ვიზუალური კომუნიკაციის ძირითადი კომპონენტები;
- რა უნდა გაითვალისწინოთ ახალი პროექტის დაწყებისას;
- გზა იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე;
- პროდუქტის იდენტობის განსაზღვრა და შენარჩუნება;
- დიზაინის პროცესის მართვა;
- პროექტის ეფექტური პრეზენტაცია;
- საბეჭდი ფაილების სწორად მომზადება.
გაიგე მეტი GRAPHIC DESIGN PORTFOLIO BOOTCAMP-ზე.
ვიზუალური ბრენდინგი და არტ დაირექშენის კურსი
ვიზუალური ბრენდინგის არტ-დაირექშენის კურსის მიზანია, დაინახო მეტი შესაძლებლობები დიზაინის პროცესში, აიმაღლო კრეატიული ფიქრის უნარი და უფრო ნათლად და ორგანიზებულად შეძლო გაუძღვე სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროცესებს, როგორც მარტო, ასევე, გუნდთან მუშაობის დროს.
“არტ–დირექტორი დიზაინის შექმნის პროცესში გადამწყვეტ და საპასუხისმგებლო როლს თამაშობს. მას აქვს კომუნიკაცია კრეატიულ და მარკეტინგის გუნდთან, ბრენდის სტანდარტებისა და გაიდლაინების მიხედვით კი დიზაინის გუნდს მიმართულებას აძლევს. ძალიან დიდი გამოწვევაა, სხვადასხვა კულტურისა და სამუშაო სტილის მქონე დიზაინერებს მთლიანი სურათის შენებური ხედვა აჩვენო, ამასთან არ დაკარგო მათი ვიზუალური სტილი და მოტივაცია. გრაფიკული დიზაინი მხოლოდ ლამაზი და ეფექტური ვიზუალების შექმნა არ არის. აუცილებელია, დიზაინი იყოს ფუნქციური და სათქმელს სწორად გადმოსცემდეს – სწორედ ამ ბალანსის დაცვაში აქვს არტ–დირექტორს საპასუხისმგებლო როლი. ვიზუალური ბრენდინგის არტ–დაირექშენის საავტორო კურსზე ძალიან ბევრს ვისაუბრებთ ზოგადად ბრენდინგის მნიშვნელობასა და არტ–დირექტორის როლზე ამ პროცესში.” — ამბობს ანნა გუგუტიშვილი, Flutter-ის არტ-დირექტორი და გრაფიკული დიზაინის გუნდის ხელმძღვანელი
ვიზუალური ბრენდინგის არტ დაირექშენის კურსის გავლის შემდეგ:
- შეძლებ კრეატიული ფიქრის საშუალებით თამამი და საჭირო დიზაინ გადაწყვეტილებების მიღებას სამუშაო პროცესში;
- გაიგებ, როგორ მუშავდება ბრენდის ლოგო და ვიზუალური იდენტობა გეცოდინება სხვადასხვა ხასიათის ბრიფსა და ტექნიკაზე მუშაობის პრინციპები;
- ისწავლი ბრენდის ვიზუალურ კონცეფციაზე მუშაობას;
- ერთი შეხედვით მარტივ მოცემულობებსა და იდეებს საინტერესოდ გაშლი;
- გამოიმუშავებ არტ-დირექტორისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს.
გაიგე მეტი ვიზუალური ბრენდინგის და არტ დაირექშენის კურსზე.
3D პერსონაჟების შექმნა თამაშებისთვის
სმარტ აკადემია არასდროს წყვეტს განვითარებას და ისეთი კურსების შეთავაზებას, რომლებიც მოთხოვნადია თანამედროვე ციფრულ სამყაროში. სწორედ ამიტომ, მრავალრიცხოვანი კურსების სიას დაემატა კიდევ ერთი ახალი კურსი, 3D პერსონაჟების შექმნა თამაშებისთვის.
კურსის მიზანია აითვისო Game ready ასეტების და პერსონაჟების შექმნა და შეისწავლო მზა პროდუქტის შექმნის სრული პროცესი.
კურსის შემდეგ შეძლებ:
- მზა, რეალური და ღირებული ციფრული პროდუქტის შექმნას, რომელიც გამოიყენება თამაშებში და იყიდება სხვადასხვა ციფრულ მარკეტებზე;
- იქონიო ერთი დასრულებული პერსონაჟი პორტფოლიოში;
- დამატებითი და საჭირო ცოდნის მარტივად მოძიებასა და ათვისებას.
გაიგე მეტი კურსზე 3D პერსონაჟების შექმნა თამაშებისთვის
ახალი პროფესიის დაუფლებასთან ერთად, სმარტ აკადემია წარმატებულ კურსდამთავრებულებს (ყველას, ვინც 90+ ქულას დააგროვებს) პრაქტიკების გავლის შესაძლებლობას სთავაზობს. პრაქტიკების პროცესში სტუდენტები კიდევ უფრო მეტად დახვეწენ და განავითარებენ თავიანთ უნარებს რეალურ პროექტზე მუშაობისას. მათ, ეს პროცესი სფეროში დასამკვიდრებლად დაეხმარებათ.
ასე რომ, თუ დიზაინი გაინტერესებს და საკუთარი საქმიანობის მასთან დაკავშირებას გეგმავ, ისღა დაგრჩენია შენთვის სასურველი კურსი შეარჩიო და ოცნების პროფესიას დაეუფლო: https://smartacademy.ge/cat/6-Design
[R]