მსოფლიო ინდუსტრიული რევოლუციის მეოთხე ფაზაზე, რომელიც “ინდუსტრია 4.0”-ის სახელით არის ცნობილი, უკვე გაგონილი გექნება. კომპიუტერული მეცნიერებები და პროგრამირება მთელს მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული მიმართულება ხდება. მე-4 ინდუსტრიული რევოლუცია, კი გულისხმობს მოწყობილობებისა და სისტემების ურთიერთკავშირების, ავტომატიზაციის, მანქანური სწავლებისა და რეალურ დროში მიღებული ინფორმაციის საშუალებით, წარმოების პროცესის გარდაქმნას – რევოლუციას. სწორედ ტექნოლოგიური მიღწევები ცვლიან ჩვენ ყოველდღიურობას.
თუკი ადრე, აღმოჩენები მხოლოდ მეცნიერთა პრეროგატივად მიიჩნეოდა, დღეს, კაცობრიობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება “ჩვეულებრივ” ადამიანებსაც კი შეუძლიათ. ადამიანებს, რომლებიც ქმნიან ციფრულ პროდუქტებს. აბა შეადარე როგორ ვახდენთ ახლა საკვების შეკვეთას, ტაქსის გამოძახებას, დისტანციურ ურთიერთობებს და როგორ ვაკეთებდით ამ ყველაფერს 5 წლის წინ.
სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიები, თავისი შინაარსით ხდებიან ტექნოლოგიურები. შესაბამისად შრომის ბაზარზე იზრდება მოთხოვნა, კომპიუტერული უზრუნველყოფის ინჟინრებსა და მასთან დაკავშირებულ პროფესიონალებზე. მოთხოვნა მზარდია, დასაქმების შესაძლებლობები გლობალური, ანაზღაურება კი მაღალი. არასდროს ისე აშკარად გამოკვეთილი არ ყოფილა მაღალი მოთხოვნის პროფესიული მიმართულების დარგები, როგორიც დღეს არის.
თუ ჯერ კიდევ გადაწყვეტის პროცესში ხარ, თუ რომელ პროფესიას უნდა დაეუფლო, რომ შენი კარიერა სწორად იყოს მორგებული მიმდინარე ტექნოლოგიურ გარდატეხებზე, ეს სტატია შენთვისაა. ქვემო მოცემული ის 3 ძირითადი პროფესიული დარგი, სადაც შეძლება მალე დასაქმებას, მიიღებ მაღალ ანაზღაურებას და განიცდი მუდმივ განვითარებას.
ისწავლე დიზაინი
კარგი გრაფიკული დიზაინის შექმნაში დამკვეთები ათასობით დოლარს იხდიან. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ახლა კომპანიები ციფრული სამყაროსკენ მიისწრაფიან. აქ, კი მათ ისე ძაან არაფერი სჭირდებათ, როგორც დახვეწილი და გამორჩეული ვიზუალი, რასაც მომხმარებლის წარუდგენენ. რატომ არის ვიზუალი მნიშვნელოვანი? – ზოგადად ადამიანებს, ერთმანეთზე, პირველი შთაბეჭდილება ჩვენი ვიზუალით გვექმნება. ზუსტად იგივეა კომპანიებთან დაკავშირებითაც – გადატვირთულ ციფრულ სამყაროში, კი მიმზიდველი დიზაინის შექმნა უპირველესი ამოცანაა.
ისევე როგორც გრაფიკულ დიზაინი, დიდი პოპულარობით სარგებლობს ასევე ინტერიერის დიზაინერის პროფესია. სივრცის გეგმარება, ავეჯისა და მოწყობილობების დაგეგმვა, ვიზუალურ მასალებში წარმოდგენილი ნივთების მოძიება, პროექტის ზედამხედველობა – ეს ის მნიშვნელოვანი ფუნქციებია, რომლებსაც კარგი ინტერიერის დიზაინერი ასრულებს. ინტერიერის დიზაინერის ანაზღაურება საქართველოში, 1 კვ/მ-ზე 100-500 ლარის ფარგლებში მერყეობს. პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერზე მოთხოვნა, დღეს ძალიან მაღალია.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ისწავლე პროგრამირება
ქართულ ბაზარზე მომუშავე დეველოპერების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ანაზღაურება ჯერჯერობით ჩამოუვარდება მსოფლიო ბაზრის სტანდარტებს, სხვა პროფესიებთან შედარებით, მათი შემოსავალი, სულ მცირე, 3-ჯერ მაღალი მაინც არის. შესაბამისად დღეს, პროგრამისტობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მაღალი ანაზღაურება ითვლება. პროგრამისტობისთვის, შეზღუდული ასაკი არ არსებობს. იგი მუდმივად განვითარებადი პროფესიაა. სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლეები, მისი ნაწილია და ამ პროფესიით დასაქმებულ ადამიანებს, საშუალებას აძლევს, მასთან ერთად განვითარდნენ.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ისწავლე IT – ინფორმაციული ტექნოლოგიები
რა ნიშნავს IT? – პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის პროექტირების, შემუშავების, რეალიზაციის, ზოგადი უზრუნველყოფის და მართვის სრული პროცესს. ინფორმაციული ტექნოლოგის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს სამთავრობო, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებში IT მხარდაჭერის სპეციალისტად, ასევე კომპიუტერულ სერვის ცენტრებში პრობლემების დისტანციური უზრუნველყოფის სპეციალისტად.
დღეს არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ პროგრამისტების ხელფასების ზრდაც გამოიწვია. Glassdor-ის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, ამ პროფესიაში საშუალო წლიური ანაზღაურება 77 000 აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში, კი 1-2 წლის სამუშაო გამოცდილების მქონე IT სპეციალისტის საშუალო წლიური ანაზღაურება 30 000 – 50 000 ლარს შორის მერყეობს. IT პროფესიონალებს, შეუძლიათ მუშაობა მცირე და საშუალო ტიპის ორგანიზაციებში ან დიდი მასშტაბის კომპანიებში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელის ადმინისტრატორად.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
[პარტნიორის კონტენტი]