9
Oct
2019

ბრენდბუქები და სტაილგაიდები იყო გუშინ – ერეკლე ინაშვილი

9 Oct 2019

ნურას უკაცრავად! ბრენდბუქები, როგორც ბრენდის სახელმძღვანელო, კიდევ დიდი ხანი იარსებებს. ამ პროვოკაციული სათაურით მინდოდა თქვენი ინტერესი გამომეწვია და თუ ამ სტრიქონებს კითხულობთ, ესეიგი მინიმუმ, ეს პირველი გამომივიდა.

აქვე იმაზეც შევთანხმდეთ, რომ ჩვენ შერეულ სამყაროში ვცხოვრობთ და რაღაცაზე გადაჭრით თქმა, რომ ის წარსულს ჩაბარდა და ერთმა მეორე ჩაანაცვლა – არასწორია. ტექნიკები, მეთოდები და ხელსაწყოები (Tool-ები) იცვლება, თუმცა კარგად ნაცადი ძველებიც აგრძელებენ არსებობას ახლების პარალელურად. სხვა საკითხია, რამდენად ეფექტური და დროის ადეკვატურია ისინი.

ამ კუთხით დღეს მინდა თქვენი ყურადღება Design system-ებზე მივაპყრო, რომლებიც უფრო და უფრო მეტ როლს იძენენ ბრენდისა და ციფრული პროდუქტის მენეჯმენტში. თითქმის აღარ არსებობენ ბრენდები, რომლებიც ციფრულ არხებზე ფართოდ წარმოდგენილი არ არიან. შესაბამისად ბრენდი და ციფრული პროდუქტი ერთ შემადგენელ ნაწილად იქცა.

Airbnb Design System

Airbnb Design System

როგორ მოვდივართ დღემდე:

ბრენდის ძირითადი სახელმძღვანელო გვაქვს სტატიური დოკუმენტის სახით, რომელსაც მარკეტერების სლენგზე ბრენდბუქს ან სტაილგაიდს ვეძახით:

  • აქედან ბრენდბუქში უფრო ფართო ფორმატს მოიაზრებენ. ის თავის თავში შეიცავს ბრენდის, როგორც სტრატეგიულ ნაწილს, ასევე ბრენდ ატრიბუტების დიზაინს, მათი ვიზუალური მაგალითებითა და ტემპლეიტებით.
  • სტაილგაიდი უფრო აღწერითი ნაწილია და მხოლოდ საფირმო სტილის, ბრენდის ელემენტარული ატრიბუტების (ლოგო, ფერი, ტიპოგრაფია, გრიდი) წესების დადგენას ჯერდება.

ალბათ იკითხავთ, რა ფორმა აქვთ ამძველიტიპის დოკუმენტებს?

უმეტეს წილად ისინი მრავალგვერდიანი PDF დოკუმენტის ფორმით გვხდება. აქ კი ყოველი ცვლილება ბრენდის გარშემო დოკუმენტის ხელახლა გენერირებას საჭიროებს. იქმნება update ვერსიები, ე.წ. Change Log – ები და ეს `ვერსია-მარათონი` დაუსრულებელია.

ეს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, როცა ბრენდის ჯგუფი გულმოდგინედ უვლის მის შემადგენელ ნაწილებს და მუდმივ დოკუმენტირებას ეწევა.

უარეს შემთხვევაში კი, ბრენდბუქის “აფდეითისთვის” არავის სცალია და მათაც ვირტუალური “მტვერი” ედებათ ლურჯ ჩაწიკწიკებულ ფოლდერებში.

თავდაპირველად შექმნილი ბრენდბუქი დროთა განმავლობაში კარგავს რელევანტურობას და ბრენდის ოპერატიული მართვის ნაწილიც უფრო ქაოტური და გაბნეული ხდება.

ასეა თუ ისე, ბრენდის განვითარების დაჩქარებულმა დიჯიტალიზირებულმა პროცესმა გამოწვევების წინაშე დაგვაყენა და

ასე მივიღეთ Design System-ები:

წარმოიდგინეთ, რომ გქონდეთ ბრენდბუქი ცოცხალი სამუშაო ფაილის სახით, რომელზეც პარალელურად ყველა გუნდის წევრს აქვს წვდომა. თითოეულს შეუძლია ნებისმიერი ფერი, შაბლონი, შრიფტი ერთი კლიკით ჩასვას სამუშაო პროექტში, იქვე ნახოს აკრძალვაც და რეკომენდაციაც. ეს არის ე.წ. ვირტუალური ბიბლიოთეკა პირდაპირ ინტეგრირებული დიზაინერის სამუშაო პროგრამაში (აქ უპირველესად Sketch-ი იგულისხმება), სადაც ნებისმიერი განახლება რეალურ დროში ხდება და კონტროლირდება Design System გუნდის მიერ. ანუ ის, რაც ადრე PDF-ში გვქონდა, ეხლა ხელმისაწვდომია ვირტუალური cloud- is სახით.

გარდა ამისა Design System-ები გამოირჩევა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისებით: ტიპიური styleguide-ის გარდა გვთავაზობს ციფრული პროდუქტის ნაწილებს გამზადებული შაბლონების სახით (მაგალითად: მენიუს სტილი, ღილაკები და ა.შ.). ის მოცემულია Patern – ების სახით, სადაც დეველოპერმა პირდაპირ შეიძლება აიღოს ესა თუ ის ნაწილი და საჭიროების მიხედვით ააწყოს ვებ-პლატფორმა, აპლიკაცია დანებისმიერი სხვა ციფრული პროდუქტი უსწრაფეს დროში. ჩვენი ინტენსიური ჩართულობის , მრავალჯერადი review-ების და უსასრულო კამათის გარეშე Design Language-ის გარშემო.

ალბათ იკითხავთ, რომელი ბრენდი გამოირჩევა სრულყოფილი Design system-ით?

აქ ერთ-ერთი მოწინავეა Lufthansa-ს Design System-ა, რომელმაც ძველი სტატიური სამყარო ერთ ვირტუალურ Lufthansa Brand hub-ში გააერთიანა და სამუშაო ჯგუფებს საშუალება მისცა ავტორიზაციით (login-ით) შევიდნენ სისტემაში-ში და მოიხმარონ ბრენდ ატრიბუტიკა. კლასიკურია Google-ის და IBM-ის დიზაინ სისტემები, რომელებიც თავიანთი ციფრული წარმომავლობით მოწინავენი არიან.

როგორც დასაწყისში ვავახსენეთ, ბრენდბუქიც, Styleguide-იც და Design system-აც პარალელურ რეჟიმში იარსებებენ. მხოლოდ იმ განსხვავბით, რომ Design system-ები შემდგომში უფრო მეტ რელევანტურობას შეიძენენ, გაგვიმარტივებენ და ააჩქარებენ ჩვენ ყოველდღიურობას.

განხილვა