in

დიზაინის კატეგორიის ნამუშევრები Young Lions Georgia 2021-ზე

Young Lions Georgia 2021-ის დიზაინის კატეგორიის ნამუშევრების დეტალურად ნახვა უკვე შესაძლებელია. ამ კატეგორიაში კანის ადგილობრივ ახალგაზრდულ კონკურსზე, წელს, 29-მა გუნდმა იბრძოლა პირველობისთვის. კონკურსი ონლაინ ფორმატში გაიმართა და დიზაინის გარდა, ფილმისა და პრინტის კატეგორია მოიცვა. სულ, ადგილობრივ კონკურსში 123 გუნდი დარეგისტრირდა. ყოველი კატეგორიის გამარჯვებული კანის ფესტივალზე იბრძოლებს ქვეყნის სახელით. ნამუშევრებს ადგილობრივი და საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის პროფესიონალები აფასებენ. სანამ შედეგები გახდება ცნობილი, დიზაინ კატეგორიის ყველა ნამუშევარს გადახედეთ.

შეგახსენებთ, დიზაინ კატეგორიის მონაწილეთა დავალება იყო შეექმნათ საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ACAG ლოგო, რომელიც სრულად გადმოსცემდა ორგანიზაციის არსს და მოეფიქრებინათ მისი რეალურ ცხოვრებაში გაშლის სამი მაგალითი. ბრიფის დეტალურად ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

Leavingstone – თათია ტაბატაძე, ლუკა ზარანდია

 

ABK – ალექსანდრე უფლისაშვილი, ნანუკა მანდარია

 

BIRD – დიანა ტევანიანი, მიქაელ გოგლიჩიძე

 

FCB Artgroup – თათია დოლიძე, ირა კიმბერგი

 

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი – ნინი ბერიშვილი, ნელი ბობოხიძე

 

HolyMotors – თათა გუშარაშვილი, გიო ვასაძე

 

JWT Metro – ლადო მალაზონია, მარი კახურიშვილი

 

JWT Metro – სანდრო ლალიაშვილი, ნუცა ტოგონიძე

 

Marketer.ge – ჯაბა შავიშვილი, სოსლან სანაკოევი

 

META Agency – ნინი ჭალიძე, სალომე კერესელიძე

 

META Agency – თეკლა ზვიადაძე, ვახტანგ ბერუაშვილი

 

Redberry – გიორგი კარანაძე, გიორგი ღუდუშაური

 

Redberry – მართა ღუდუშაური, არჩილ ორაგველიძე

 

გია ბოხუას სტუდია – სოფო გოგიშვილი, მარია აკრიტიდუ

 

Studio Impulse – თაკაკა აბრამია, რეზი ყუფარაძე

 

Watergunz – ალექსანდრე ხმიადაშვილი, სოფიო ჩხენკელი

 

Webiz International – ლაზარე ლონდარიძე, ნიკა ჯამათაშვილი

 

ABK – მიშკა სეხნიაშვილი, ნიკოლოზ უგრეხელიძე

 

ჟუჟუნა ღვინო – ლიკუნა ხაზარაძე, სალომე კეჟერაშვილი

 

JWT Metro – ნიკოლ ბელსკაია, ქეთი ორაგველიძე

 

McCANN Tbilisi – ზურა ჩაჩუა, თამუნა ონიანი

 

BOG – მარიამ ფერიშვილი, ოთარ მიქაძე

 

TBC – ანა ნიკოლაიშვილი, ანა დუმბაძე

 

BRID – მარიამ თევზაძე, დავით მალანია

 

Kraken – ანა მამულაშვილი, თინა მაყაშვილი

 

META Agency – გიორგი ჭილაია, ნიკიტა რაზუმნი

 

TBC Insurance – ლაშა შათირიშვილი, რეზი გვრიტიშვილი

 

WINDFOR’S – სოფი ივანიშვილი, მეკო ჭიკაძე

 

SOCIALSHARKS – ნუცა ქირია, ხატია ხატიაშვილი

 

Young Lions Georgia-ს შესარჩევი ტური საქართველოში, პირველად, 2015 წელს ჩატარდა. მას შემდეგ, მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. კანის ლომების სარეკლამო ფესტივალი მსოფლიო კრეატიული ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ფესტივალი უკვე 65 წელია იმართება და ყოველწლიურად, მსოფლიოს საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს.

Young Lions Georgia 2021-ს ოფიციალური წარმდგენია VISA, ფესტივალის წარმომადგენლობის მხარდამჭერი კი – თიბისი.

Print კატეგორიის ნამუშევრები! – Young Lions Georgia 2021

Film კატეგორიის ნამუშევრები Young Lions Georgia 2021-ზე