19
Apr
2019

დიზაინის კატეგორიის ნამუშევრები Young Lions Georgia 2019-ზე

19 Apr 2019

Young Lions Georgia 2019-ის დიზაინის კატეგორიის ნამუშევრების დეტალურად ნახვა უკვე შესაძლებელია. კანის ახალგაზრდა კონკურსზე, ამ კატეგორიაში 31 გუნდი დარეგისტრირდა. მათი დავალება იყო, 24 საათის განმავლობაში, შეექმნათ ვანის მუზეუმის ვიზუალური იდენტობა, რომელიც “ოქრომრავალი კოლხეთის” საგანძურს წარმოაჩენდა.

ბრიფის სრულად სანახავად მიჰყევით ბმულს: Design Category Brief

HOLMES & WATSON – მარიამ (საშა) აქულაშვილი, თუთიკო მუჯირი

Kollektiv – მარი კახურიშვილი, ლუკა ზარანდია

WINDFOR’S – ინგა სვანიძე, დავით ჩანადირი

DigitalHub – დავით პეტრიაშვილი, მარიამ მუმლაძე

Forset – ირაკლი ჭუმბურიძე, ლალი ცერცვაძე

Leavingstone – ნინო ლეკვეიშვილი, გიორგი მეშველიანი

Leavingstone – თამარ გუგენიშვილი, მარიკა ხანთაძე

Betterfly, DDB – ელდარ ხალიბაური, თაკო სულაქველიძე

Impulse – მიხეილ თოდუა, თაკო აბრამია

Redberry – თიკა მაკარაშვილი, ქეთი გოგინაშვილი

ABK – ვაჩე კუპატაძე, ალექსანდრე ხმიადაშვილი

Branding.ge – სალომე ოთარაშვილი, გიორგი ონიანი

HOLMES & WATSON – დავით კილაძე, ოთო მიქაძე

JWT Metro – ლადო მალაზონია, სანდრო ლალიაშვილი

Redberry – ნიკოლოზ ყუფარაძე, ბასა მეტრეველი

“აჭარაბეთი” – ბერდია ხმალაძე, მარიამ გიგუაშვილი

“აჭარაბეთი” – ნიკოლოზ კირკიტაძე, სამუელ მუზაევი

BRID – მარიამ თევზაძე, მიშელ აბრამიდი

“ჯეპრა” – მარიამ მურადაშვილი, გიორგი ბოლქვაძე

Holy Motors – გიორგი ვასაძე, სალომე კოპაძე

Holy Motors – ანუკი კონიაშვილი, გიორგი ბრეგვაძე

Kollektiv – თათა მეგრელიშვილი, გიორგი ჯანანაშვილი

Leavingstone – ზურა მჭედლიშვილი, სალომე დოლიძე

Saatchi & Saatchi – მართა ღუდუშაური, სანდრო გაჩეჩილაძე

Smart Web – ნინო გრიგორიანი, გიორგი ვართუმაშვილი

WINDFOR’S – მეკო ჭიკაძე, მარიამ გოგაძე

Bonsters – ელენე შენგელია, მარიამ მშვილდაძე

Elliot – ესო ჯღამაძე, ქეთა ვაშაყმაძე

Socialsharks – მარიამ კაჭარავა, ლაშა კოხრეიძე

ABK – მიშკა სეხნიაშვილი, ნიკუშა უგრეხელიძე

აღსანიშნავია, რომ ნამუშევრებს შეაფასებს 14 წევრიანი ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჟიური.

Young Lions Georgia-ს ხუთივე კატეგორიაში გამარჯვებულებს 20 აპრილს დაასახელებენ. დაჯილოდების ცერემონია Live რეჟიმში, Marketer.ge-ისა და Young Lions Georgia-ს Facebook გვერდებზე გაშუქდება.

Young Lions Georgia-ს შესარჩევი ტური, საქართველოში, პირველად, 2015 წელს ჩატარდა – კონკურსში მონაწილეობა 11-მა გუნდმა მიიღო. მას შემდეგ, მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს, კონკურსზე 106 გუნდი დარეგისტრირდა, 2017-ში – 116, 2018 წელს კი 168-მა გუნდმა იასპარეზა. 2019 წლის მონაცემები ასეთია – გამარჯვებისთვის 173 გუნდი იბრძვის. ტრადიციულად, თითოეულ კატეგორიაში, პირველი ადგილის მფლობელი გუნდები, საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე გაემგზავრებიან და საქართველოს სახელით, პირველობისთვის იასპარეზებენ, რომელიც ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. კრეატიული ფესტივალი უკვე 65 წელია იმართება და ყოველწლიურად, მსოფლიოს საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს.

განხილვა

1 Response