in

დიზაინის ინსტიტუტის საფუძვლების პროგრამის პირველი გამოშვება და რეგისტრაცია ახალ ნაკადზე

16 სექტემბერს დიზაინის ინსტიტუტმა საფუძვლების პროგრამის პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა. კურსი 15-მა სტუდენტმა გაიარა, რომლებსაც 30-ზე მეტი პროფესიონალი ასწავლიდათ. 80 შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებმა გაიარეს ისეთი საგნები, როგორებიცაა: დიზაინის ისტორია, გრაფიკული პროგრამები, სფეროში არსებული დისციპლინები და სხვა.

დიზაინის საფუძვლების პროგრამა ინტენსიური, 250-საათიანი მოსამზადებელი კურსია სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ცოდნა დიზაინში. პროგრამა შექმნილია დიზაინის სრული სპექტრის შესასწავლად, რომელიც  პროფესიის ძიებაში მყოფ ადამიანებს ორიენტაციასა და საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენაში დაეხმარება.

საფუძვლების პროგრამა შექმნილია შემოქმედებითი, განათლებისა და ბიზნესსფეროს საუკეთესო წარმომადგენლების მიერ. კურსის ფარგლებში სტუდენტები სრულყოფილად გაივლიან დიზაინის ისტორიას, გაეცნობიან დიზაინის სფეროში არსებულ პროფესიებსა და დისციპლინებს. სტუდენტები ისწავლიან გრაფიკულ პროგრამებს, კრაფტს, ანიმაციას, ფოტოს, ვიდეოს, გაიღრმავებენ შემოქმედებით და წარმოსახვის, ვიზუალიზაციის,  კომუნიკაციის უნარებს, რაც სამომავლოდ ყველა პროფესიაში გამოადგებათ.

[პარტნიორის კონტენტი]

TechXplore – თიბისის ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის

Figma-მ ბრენდინგი განაახლა