ჩვენს ყოველდღიურობაში ეფექტური კონტენტის შექმნა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მის მიმართ დამოკიდებულება სრულიად გადააფასა ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოჩენამ ციფრულ სივრცეში. ამჯერად, Designs.ai-ზე მოგიყვებით.
Designs.ai არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს (AI), რათა დიზაინის სხვადასხვა ელემენტის შექმნაში დაგეხმაროთ. მათი მისიაა, დიზაინი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ამას კი ადვილად გამოსაყენებელი ხელსაწყოების ერთობლიობით აღწევს.
Designs.ai-ის მრავალფეროვანი ხელსაწყოებით შეგიძლიათ შექმნათ:
ლოგოები: ბრენდის ვიზუალური იდენტობა Logomaker-ის საშუალებით. შეგიძლიათ შეიყვანოთ საკვანძო სიტყვები და მისცეთ მიმართულება, Designs.ai კი დააგენერირებს ლოგოს მრავალ ვარიანტს. ამის შემდეგ შეგიძლიათ შეცვალოთ შრიფტები, ფერები და განლაგება, რათა სრულყოფილად წარმოაჩინოთ თქვენი ბრენდი.
ვიდეოები: თუ არ გაქვთ ვიდეო რედაქტირების გამოცდილება, ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. Videomaker გაძლევთ საშუალებას შექმნათ ვიდეო პროდუქტი რამდენიმე წუთში. აირჩიეთ შაბლონი, ატვირთეთ თქვენი სურათები და ვიდეოები და მოარგეთ ტექსტი/აუდიო.
მოქაფები: თქვენი დიზაინის რეალურ სცენარებში გადმოტანა Mockupmaker-თან ერთად შეგიძლიათ. ეს ხელსაწყო საშუალებას გაძლევთ განათავსოთ თქვენი დიზაინი მაისურებზე, ჭიქებში, პლაკატებზე და სხვა, რაც მოგცემთ რეალისტურ შეგრძნებას, თუ როგორ გამოიყურება თქვენი საბოლოო პროდუქტი.
დიზაინის შექმნა: ეს ინსტრუმენტი გაძლევთ საშუალებას შექმნათ გრაფიკული დიზაინის ელემენტები, სოციალური მედიის პოსტებისთვის, პრეზენტაციებისთვის, ფლაერებისა თუ ბროშურებისთვის. აირჩიეთ შაბლონების დიდი ბიბლიოთეკიდან ან ააწყვეთ ნულიდან.
ასევე, ტექსტები და ხმოვანი კონტენტი.
Designs.ai არ არის მხოლოდ დიზაინის ინსტრუმენტების ნაკრები. ესაა დამხმარე ეკოსისტემა, რომელიც დიზაინის პროცესში ნავიგაციაში გეხმარებათ.
ვრცელი შაბლონების ბიბლიოთეკა: დიზაინის პროექტებისთვის შაბლონების დიდი ბაზა შეგიძლიათ გამოიყენოთ.
საფონდო ფოტოები და ვიდეოები: არ გაქვთ ვიზუალური კონტენტი? Designs.ai ინტეგრირდება საფონდო ფოტოებისა და ვიდეოების ბიბლიოთეკასთან, რაც საშუალებას გაძლევთ ჩართოთ მაღალი ხარისხის ვიზუალი თქვენს დიზაინში.
დამხმარე ხელსაწყოები: თქვენი დიზაინის სრულყოფილად შექმნა მარტივია ჩაშენებული დამხმარე ხელსაწყოების დახმარებით. ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ფონის მოცილება, ფერების პალიტრის გენერირება და ერთი დაწკაპუნებით ზომის შეცვლა, აუმჯობესებს სამუშაო პროცესს და უზრუნველყოფს თქვენი დიზაინის დახვეწას.