Desk.ge „ონლაინ“ პლატფორმაა, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, პროფესიონალური ვებგვერდის, „ონლაინ“ მაღაზიის, ლენდინგისა და პრომო გვერდის შექმნა შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა, პორტალზე დარეგისტრირდეთ და ინსტრუქციებს მიჰყვეთ.
Desk.ge-ზე რეგისტრაცია და შექმნილი ვებგვერდის 14 დღის განმავლობაში გამოყენება უფასოა. შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია, „დატესტოს“ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინოს სასურველი პაკეტი. შეთავაზება რამდენიმეა და მათი ფასი, ფუნქციების მიხედვით, განსხვავებულია.
„ონლაინ“ ამწყობით შეგიძლიათ, ყველა სექცია და კომპონენტი თავად მართოთ და ამისთვის პროგრამისტის ცოდნა არ გჭირდებათ. Desk.ge-ზე აწყობილი ვებგვერდი თავსებადია მობილური ტელეფონისა და პლანშეტის ეკრანისთვის. აქვე ხელმისაწვდომია მზა დიზაინები, რომლებიც უფასოა და მათი გამოყენება, მომხმარებელს, ულიმიტოდ შეუძლია. ასევე, შესაძლებელია ინდივიდუალური დიზაინის შექმნა, სასურველი ფერებით და ბრენდინგით. ონლაინ მაღაზია, რომელიც უკვე ჩაშენებულია დესკის პლატფორმაში საშუალებას მოგცემთ მარტივად დაიწყოთ ონლაინ გაყიდვები. დესკზე ონლაინ გადახდებს უზრუნველყოფს უნიფეი, რითაც შეგიძლიათ მიიღოთ ვიზა, მასტერქარდ, ამექს და apple pay ის გადახდები.
აღსანიშნავია, რომ არ გჭირდებათ ჰოსტინგის შეძენა. იმ შემთხვევაში, თუ დომენი არ გაქვთ, შეგიძლიათ „დესკის“ დომენით ისარგებლოთ, თქვენი კომპანიის ვები მაინც ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტში. დამატებითი ჰოსტინგი არ გჭირდებათ, Desk.ge-ს პლატფორმა უკვე მოიცავს ყველა საჭირო ფუნქციონალს და უზრუნველყოფს თქვენი ახლად შექმნილი ვებგვერდის შეუფერხებლად მუშაობას.