in

ყინულისგან, თაფლისგან და სხვა მასალებისგან შექმნილი კომპიუტერები

ინდუსტრიულმა დიზაინერებმა ჰენკ ბეიერმა და ალექს საიზმორმა შექმნეს კომპიუტერების პროტოტიპი არატრადიციული მასალებისგან, როგორიცაა ყინული და თაფლი, რათა შეისწავლონ თუ რამდენად ძლიერია ყოველდღიურ ნივთებთან კავშირი, მიუხედავად მათი გამოყენებადობის ხარისხისა.

”ეს არის სიმბოლო იმისა, თუ რამდენად მარტივია ობიექტის მასალის შეცვლამ შეცვალოს ურთიერთობა ხალხსა და იმ პროდუქტებს შორის, რომელთანაც ყოველდღიურად ურთიერთობენ,” – განმარტეს დიზაინერებმა.

დიზაინერებმა გამოიყენეს დესკტოპის კომპიუტერის ნაცნობი არქეტიპი, რათა თავიანთი პროექტი გამარტივებულიყო. მათ აღნიშნეს, რომ კომპიუტერი “ბოლო სამი ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ობიექტია”.

ნახეთ: NBBJ Amazon HQ2-ისთვის სპირალური მინის კოშკის ფორმის შენობას ქმნის

„ტერაბანკის“ სტუდენტური სესხი – საუკეთესო შესაძლებლობა სწავლის დაფინანსებისთვის