in

ისწავლეთ ქვეყნის ბრენდინგი

ჯიპაში ქვეყნის ბრენდინგისა და საერთაშორისო კომუნიკაციების კურსი დაინერგა. კურსი გულისხმობს ქვეყნისა და ქალაქის , როგორც ბრენდის საერთაშორისო თუ ადგილობრივ ასპარეზზე წარდგენას და მის პოპულარიზაციას. 
marketer123“ ეს კურსი გულისხმობს ისეთ საკითხების განხილვას, როგორიცაა საზღვარგარეთ ქვეყნის – ბრენდის წარდგენა და პოპულარიზაცია . ასევე იმ მეთოდების შესწავლას, როგორ მოვახერხოთ ეს ყველაფერი. ამასთან შედის ქალაქის ბრენდინგი და მისი, როგორც გარე, ისე შიდა ბაზარზე წარდგენა და პოპულარიზაცია” – ამბობს პროექტის მენეჯერი ირინა გორგილაძე.

ერთთვიანი კურსის საფასური 750ლარი იქნება და 27 მაისიდან სწავლა დაიწყება. რაც შეეხება აკადემიურ პერსონალს, იქნებიან როგორც ადგილობრივი , ასევე საზღვარგარეთიდან მოწვეული ლექტორები. მათ შორის იქნება ისრაელის საელჩოს საჯარო დიპლომატიის სპეციალისტი, ასევე “Branding.ge”-ს დირექტორი ლევან კობერიძე, სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანიის LIVE Branding-ის დამაარსებელო ალექს ჩიქოვანი, ჟურნალისტი ნოდარ მელაძე და ა.შ.
ამ კურსზე, ჯერ-ჯერობით არც ისე დიდი მოთხოვნაა. ირინა გორგილაძე თვლის, რომ უცხოა საზოგადოებისთვის მსგავსი კურსი და პირველი გამოშვების შემდეგ, როდესაც უშუალოდ კუსდამთავრებულებისაგან მიიღებენ ინფორმაციას, მოთხოვნა თანდათან გაიზრდება.
განსაკუთრებული, რასაც მომავალ სტუდენტებს ჯიპა ამ კურსით სთავაზობს, საჯარო დიპლომატიის ლექციებია. მათი ვარაუდით, მალე საქართველოშიც ცალკე სფეროდ ჩამოყალიბდება და ისეთი პოპულარი იქნება, როგორც,  9/11-ის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით გახდა.

“ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი კურსია. ბოლო დროს მთავრობას ხშირად საყვედურობენ, რომ სწორად არ ხდება საქართველოში მიმდინარე პროცესების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა. ვთლით, რომ მალე ეს ნიშა ჯიპა-ს კურსდამთავრებული, პროფესიონალებით შეივსება”- ამბობს ირინა გორგილაძე.

ალექს ჩიქოვანიმი მიიჩნევს, რომ ეს კურსი ძალიან მნიშვენლოვანია, რადგან 21-ე საუკუნეში ქვეყნებს შორის დიდი კონკურენციაა. მისი თქმით ქვეყნებმა დაინახეს, რომ აუცილებელია მათი კულტურის გაცნობისა და დისტრიბუციის , ასევე დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით, ადამიანების მოზიდვა ქვეყანაში.
alex chikovani

“ ამ კურსის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა შეიფუთოს კონკრეტული ადგილი , ქვეყანა და ერი, და როგორ უნდა გავიდეს ეს ქვეყნის გარეთ, როგორ უნდა მოვახდინოთ კომუნიკაცია და მოვიზიდოთ ქვეყანაში ადამიანები, ბიზნესი, ტურისტები, სტუდენტები და ა. შ. პირველი ნაწილი იქნება ბრენდინგის შესახებ, ბრენდიგნის პრინციპებს გავეცნობით, შემდეგი – გლობალურ კომუნიკაციაზე, როგორ მოვახდინოთ გლობალური ურთიერთობები სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით, რადგან ამა თუ იმ ადგილის კონკურენტი, ქვეყნის შიგნითაც შესაძლებელია იყოს” – ამბობს ალექს ჩიქოვი

გვთხოვეს,დავეხმარეთ და გადაგვაგდეს. ბიზნესი ქართულად Marketer.ge-ის ისტორია

პროფესიული პროგრამა Certified Marketing Executive (CME ®)