in

ტყავისგან დამზადებული ეტიკეტი ღვინის შეფუთვაზე — Desvenda

ვინტაჟური პოსტერებითა და კვლევის მარადიული ესთეტიკით შთაგონებული Desvenda ვიზუალურ იდენტობას გვაცნობს, რომელიც ჩვეულებრივ ეტიკეტებს სცდება და ნარატივად გარდაიქმნება. ყოველი დეტალი ისეა შექმნილი, რომ ცნობისმოყვარეობა გააღვივოს და მომხმარებელი საიდუმლოებებით მოცულ ატმოსფეროში ჩაძიროს.

BOG
BOG

დიზაინი გრაფიკულ და ტაქტილურ ელემენტებს ოსტატობასთან აერთიანებს. ნამდვილი ტყავის გამოყენება ეტიკეტად კი არამარტო გამორჩეულ ვიზუალურ ხელწერას ქმნის, არამედ სენსორულ გამოცდილებასაც აძლიერებს, რითაც პრემიუმ კლასის სასმელადაც ყალიბდება. 

პროექტის ცენტრში გამადიდებელი შუშა ექცევა, რომელიც უბრალო დეკორაციაზე მეტად, დეგუსტაციის გამოცდილების ვიზუალურ მეტაფორას წარმოადგენს: იკვლევს, შეისწავლის და ავლენს მაღალი ხარისხის Vinho Verde-ს გამორჩეულ პერსონალიზმს. დეტექტივების მსგავს გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს და მათ სულ აღმოჩენების პროცესში ამყოფებს, როგორც ვიზუალურად, ისე გემოვნური თვისებებით.

ამბობენ, რომ ასე Desvenda ტრადიციებისა და ინოვაციების იდეალურ ბალანსსაც ახერხებს… შედეგი კი თავად შეაფასეთ:

ლიკა ევგენიძე საერთაშორისო ბრენდ NEXT-ის ბრენდამბასადორი გახდა

ხელოვნური ინტელექტის ერა: როგორ გააოცა Acer-მა მსოფლიო IFA 2025-ზე ბერლინში