in

რა უნდა ვიცოდეთ საგადასახადო შეღავათისა და 1 200 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად?

საგადასახადო შეღავათი და 1 200 ლარიანი (თვეში 200 ლარი) კომპენსაცია, ძალაში, 1-ლი მაისიდან შევიდა. არის დეტალები, რომლებიც დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ დახმარებით ისარგებლონ. თუმცა, მანამდე შეგახსენებთ, რას ითვალისწინებს ეს ორი კომპონენტი.

bog
bog-mob

ვინ და როგორ მიიღებს კომპენსაციებს და საგადასახადო შეღავათებს?!

 

რაც შეეხება საგადასახადო შეღავათით და კომპენსაციით სარგებლობისთვის გასათვალისწინებელ დეტალებს თუ დამატებით ინფორმაციას. მათი განმარტება დიმიტრი ბასილაშვილს (საბუღალტრო კომპანია AccountAnts) ვთხოვეთ:

საგადასახადო შეღავათი 

  1. საშემოსავლო შეღავათი ეხება ყოველ (ერთ) შენარჩუნებულ სამუშაო ადგილს. ანუ იმ თანამშრომლებს, ვისაც შეუნარჩუნდათ სამსახური. მისი გაყოფა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.
  2. შეღავათი შეეხება 1 მაისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გადახდილ ხელფასებს. ჯამში ექვს თვეს.
  3. სიმარტივისთვის, თანამშრომლების დარიცხული ხელფასები დავყოთ ორ კატეგორიად: 750 ლარამდე და  750-დან 1 500 ლარამდე.
  • პირველ კატეგორიაში, ანუ 750 ლარამდე, სახელმწიფოს შეღავათი სრულად დაფარავს თანამშრომლის საშემოსავლოს და კომპანიას არაფრის გადახდა არ მოუწევს საშემოსავლოს სახით.
  • მეორე კატეგორიაში, ანუ 750-დან 1 500 ლარამდე, სახელმწიფო შეღავათი იქნება 150 ლარი. სხვაობის დამატება მოუწევს კომპანიას. მაგალითად, თუ საშემოსავლო გამოდის 200 ლარი, აქედან 150 ლარს იტვირთავს სახელმწიფო შეღავათის სახით, ხოლო დანარჩენ 50 ლარს დაამატებს კომპანია. 

მნიშვნელოვანი დეტალი : თუ თანამშრომელს ხელფასს აღარ უხდის დამსაქმებელი, მაგრამ ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას განაგრძობს, ამ სარგებლის „დადეკლარირების“ შემთხვევაში, შესაძლოა, თანამშრომელს ეს ჩაეთვალოს ხელფასის აღებად და შესაბამისი შეღავათი – 1 200 ლარი (თვეში 200) – დაკარგოს. ამიტომ, თუ თანამშრომელი ვეღარ იღებს ხელფასს, შესაძლოა, საჭირო გახდეს დაზღვევისა და/ან სხვა სარგებლის „დაპაუზებაც“, რომ მან 1 200 ლარიანი კომპენსაციით სარგებლობა შეძლოს. თუმცა, ეს და სხვა რამდენიმე ტექნიკური დეტალი არაა ჯერ დაზუსტებული და მიმდინარეობს მუშაობა შემოსავლების სამსახურთან მათ დაზუსტებაზე. 

1 200 ლარიანი (თვეში 200 ლარი) კომპენსაცია 

  1. შეღავათი მოქმედებს 1 მაისიდან,  6 თვის განმავლობაში. თუ თანამშრომელს  აპრილში [დაკარგული ქონდა სამსახური, არის ე.წ. უხელფასო შვებულებაში ან ვეღარ უხდის კომპანია] არ უფიქსირდება ხელფასის აღება, ამ შემთხვევაში, იგი უკვე მაისში აიღებს 200 ლარს.
  2. დამსაქმებელმა უნდა წარადგინოს ყოველ თვე სპეციალური სია [ადამიანებისა, ვინც დაკარგა სამსახური, არის ე.წ. უხელფასო შვებულებაში, ან კომაპნია ვეღარ უხდის ხელფასს]. სწორედ ამ სიის საფუძველზე მოხდება შეღავათის ჩარიცხვა თანამშრომლის ანგარიშზე.

გაეცანით ბუკინგემის სასახლის ინტერიერს HomeAdvisor-ის თანამედროვე გეგმებით

ოქროსფერი ტოსკანას განსაცვიფრებელი პეიზაჟები