საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ACAG სტუდენტური კონკურსი დაიწყო. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენაში. სტუდენტები ერთმანეთს ორი მიმართულებით ეჯიბრებიან: ერთწუთიანი ვიდეორგილის გადაღება და ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა. კონკურსზე საქართველოს 18 უნივერსიტეტიდან 111 გუნდი დარეგისტრირდა, მათ შორის, 43 გუნდი საკუთარ შესაძლებლობებს ორივე კატეგორიაში გამოცდის. საერთო ჯამში, ერთწუთიან ვიდეოს 78 გუნდი შექმნის, ინტეგრირებულ მარკეტინგულ კამპანიას კი – 76. გუნდებმა დავალებები 22 აპრილს, დისტანციურად მიიღეს, ნამუშევრის ჩასაბარებლად კი დრო 8 მაისამდე აქვთ. შედეგები 14 მაისს გახდება ცნობილი.
რა დავალებები მიიღეს კონკურსანტებმა?
ვიდეორგოლის კატეგორიაში მონაწილე გუნდების მიზანია, ვიდეოს საშუალებით, ადამიანებს ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედის შეკვრის აუცილებლობისკენ მოუწოდონ. ბრიფის დეტალურად ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის კატეგორიაში, მონაწილეებმა უნდა შექმნან საკომუნიკაციო კამპანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების დასაქმების ხელშესაწყობად. გუნდების მიზანია შექმნან გზავნილი დამსაქმებელთა ცნობიერების ასამაღლებლად, დაარწმუნონ ისინი, რომ “შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს” და შშმ პირების დასაქმებისკენ მოუწოდონ. ბრიფის დეტალურად ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
ACAG-ის სტუდენტური კონკურსის მნიშვნელობაზე ასოციაციის გამგეობის წევრებმა ისაუბრეს:
ბუბა რადიანი, Kollektiv-ის დამფუძნებელი: “პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია კონკურსისადმი ამდენი ახალგაზრდა ადამიანის ინტერესი და მასში მონაწილეობის სურვილი. თავისთავად, ყოველთვის საინტერესოა ახალგაზრდების შეხედულებების და მათი აზრების გაზიარება, რის საშუალებასაც, ამ შემთხვევაში, კონკურსი მოგცემს. დარწმუნებული ვარ, კონკურსის ფარგლებში, ბევრ კრეატიულ ადამიანს გავიცნობთ და მათ საინტერესო ნამუშევრებსაც ვნახავთ.”
რუსო გიგინეიშვილი, SAATCHI & SAATCHI, აღმასრულებელი დირექტორი: “ძალიან მიხარია, რომ ასეთი დიდია აქტივობა კონკურსზე. წინა წლების სურათს რომ შევადაროთ, ინტერესი ინდუსტრიის მიმართ ბევრად უფრო მაღალია. ვფიქრობ, ამაში ასოციაციამ, Marketer.ge-სთან და კრეატიულ ფესტივალებთან ერთად, გადამწყვეტი როლი ითამაშა. ჩვენს სააგენტოშიც ძალიან გვიხარია, რომ ახალგაზრდების მხრიდან ინტერესი იზრდება. ჩვენთვისაც უფრო მარტივდება ახალი სახეების მოძიება, რაც დღემდე რჩება ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ჩვენი ინდუსტრიისთვის, რადგან მიწოდება მოთხოვნას ჯერ კიდევ არ შეესაბამება. ეს კონკურსი საშუალებას მოგვცემს, აღმოვაჩინოთ საინტერესო ადამიანები და სავარაუდოდ, დავასაქმოთ კიდეც ჩვენთან.”
თამარ ცინცაძე, WINDFOR’S-ის ექაუნთ დირექტორი: “ჩვენი ასოციაციის და მასში შემავალი სააგენტოების ერთ-ერთი მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ ინდივიდუალურ გაზრდაზე ზრუნვა, არამედ დარგის განვითარება. დარგის განვითარება კი წარმოუდგენელია ახალი თაობის გარეშე. სტუნდენტების ხელშეწყობა ალბათ საუკეთესო რამაა რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ასეთი ტიპის კონკურსები კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დარგის სპეციალისტების შემოქმედების ხარისხს, რისი ნათელი მაგალითიცაა ახალგაზრდა ლომების კონკურსი, ევრობესტის, აცაგის პრინტ კონკურსი. ასეთ რეჟიმში მუშაობა სხვანაირად ამუშავებს ტვინს და გმატებს გამბედაობას. ძალიან მიხარია რომ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა პირველივე ჯერზე, ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ.”
სტუდენტურ კონკურსს ჟიურის ორი დამოუკიდებელი ჯგუფი შეაფასებს:
მარკეტინგის კატეგორია:
Gepra – კახა მაღრაძე
Betterfly – სალომე შამუგია
Elliot – დათო ქომეთიანი
Saatchi & saatchi Tbilisi – ზიზი ნასრაშვილი
W-Forte – შოთა კასრაძე
Windfor’s – ბექა მეფარიშვილი
McCann Tbilisi – გიორგი კვიტატიანი
AdvertWise – მერაბ გოცირიძე
BRID – ია დარახველიძე
Ogilvy Georgia – ზურა გურგენიშვილი
ვიდეორგოლის კატეგორია:
ABK – მიშკა სეხნიაშვილი
HOLMES & WATSON – დავით კილაძე
JWT Metro – ეკა ყიფიანი
Leavingstone – გიორგი კონგანოვი
Redberry – ლევან კეცხოველი
Formula Creative – თათია დოლიძე
Socialsharks – დათო საბეკია
Watergunz – ბაჩო მებურიშვილი
Kollektiv – ბუბა რადიანი
Mr. Wolf – ნიკა ჟღერია
რეგისტრირებული გუნდები უნივერსიტეტების მიხედვით:
თავისუფალი უნივერსიტეტი – 21 გუნდი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 30 გუნდი
GIPA – 18 გუნდი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 1 გუნდი
კავკასიის უნივერსიტეტი – 7
საქართველოს უნივერსიტეტი – 7 გუნდი
BTU – 5 გუნდი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1 გუნდი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნი – 1 გუნდი
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნი. – 1 გუნდი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1 გუნდი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – 1 გუნდი
GAU – 1 გუნდი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 3 გუნდი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 2 გუნდი
BTU და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1 გუნდი
Freeuni და აგრარული უნივერსიტეტი – 1 გუნდი
GIPA და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1 გუნდი
შავი ზღვის საერთაშორისო უნი და თსუ – 1 გუნდი
აგრარული უნივერსიტეტი – 1 გუნდი
თბილისის ღია უნივერსიტეტი – 1 გუნდი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ – 1 გუნდი
კავკასიის უნივერსიტეტი და ილიაუნი – 1 გუნდი
ITVET – 1 გუნდი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 1 გუნდი