in

Detect Studio ტექ სტარტაპებისა და კომპანიების სტრატეგიულ დიზაინზე ზრუნავს

Detect Studio — ასე ჰქვია ქართველების მიერ შექმნილ დიზაინ სტუდიას, რომელიც ტექ კომპანიებთან და სტარტაპებთან თანამშრომლობენ, რის ფარგლებშიც მათ სტრატეგიული დიზაინის მომსახურებას სთავაზობენ. სხვა სიტყვებით, ტექნოლოგიურ სექტორში არსებული გამოწვევების გადალახვასა და სასურველი მიზნების მიღწევაში ეხმარებიან.

ამ ეტაპზე სტუდია უფრო მეტად უცხოურ სტარტაპებთან და კომპანიებთან თანამშრომლობს, თუმცა ლოკალურ ბაზარზეც არის დაინტერესება.

„ჩვენი ფოკუსი ამ კონკრეტულ სექტორზე, საშუალებას გვაძლევს, სიღრმისეულად შევისწავლოთ ტექნოლოგიების ინდუსტრია და მისი გამოწვევები, რათა შევქმნათ ისეთი დიზაინი, რომელიც რეალურ ბიზნეს პრობლემას გადაწყვეტს. თავის მხრივ, მუშაობის პროცესში სიღრმისეულად ვიკვლევთ კლიენტის ბიზნესს და სწორედ ამ კვლევის შედეგად ვქმნით სტრატეგიულ დიზაინს  კლიენტი კი არა მხოლოდ ლამაზად შეფუთულ პროდუქტს იღებს, არამედ მასზე მორგებულ დიზაინ მოდელსაც, რომელიც კონკრეტულ ბიზნესს სჭირდება“,განმარტავს ნიკა უგრეხელიძე, Detect Studio-ს თანადამფუძნებელი.

M: როდის და როგორ გაგიჩნდათ Detect Studio-ს შექმნის იდეა?

თავიდან მეც და ჩემი თანადამფუძნებელიც, მარიამ ფირცხელანიც, ბევრი ტიპის კლიენტთან ვთანამშრომლობდით. დიზაინ სფეროში დაგროვილი დიდი გამოცდილების შედეგად მივხვდით, რომ ტექ სექტორი არის ის სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად გვაინტერესებს.
ძალიან მოგვეწონა ისიც, რომ სტარტაპებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს სპეციფიკური ინდუსტრიის დამახასიათებელი გამოწვევები აქვს. ეს კი იმის საშუალებას მოგვცემდა, რომ გვეფიქრა არა მხოლოდ ვიზუალურ ნაწილზე, არამედ სტრატეგიულზეც, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესოა.

აქედან გამომდინარე ამ სექტორის სიღრმისეულად შესწავლის შემდეგ გაჩნდა იდეა, შეგვექმნა დიზაინ სტუდია, რომელიც ტექ სექტორზე ფოკუსირდებოდა.

M: თუ შეგიძლიათ, უკვე ნამუშევარი პროექტის მაგალითი რომ გაგვიზიაროთ — რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული, როგორ გადაჭერით პრობლემები და ა. შ.?

მოგეხსენებათ, ვთანამშრომლობთ როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე — ამრიგად, დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებთან მუშაობის გამოცდილებაც გვაქვს. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც ლოგისტიკის მიმართულებით პოზიციონირებს. Detect Studio კი სრულად მის ვიზუალურ ბრენდინგშია ჩართული — უკვე ერთ წელზე მეტია, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს, რაც აღნიშნული კომპანიის დადებით, გაუმჯობესებულ შედეგებზეც აისახება.

M: უფრო კონკრეტულად, რა სერვისებს სთავაზობთ ტექნოლოგიურ კომპანიებს და სტარტაპებს?

სერვისები სწორედ იმის მიხედვით შევიმუშავეთ, რაც ტექ სტარტაპებსა და კომპანიებს ესაჭიროებათ, რათა ინვესტორების თუ მომხმარებლების თვალში სანდოები გამოჩნდნენ:

  • ვიზუალური ბრენდინგი;
  • 3D დიზაინი და ანიმაცია;
  • UX/UI დიზაინი.

რა თქმა უნდა, აუცილებელი არაა, აქ ჩამოთვლილიდან ყველა სერვისი მიიღოს კომპანიამ — სანაცვლოდ, საჭიროებების მიხედვით ვმოქმედებთ. ზოგადად, რადგანაც ტექ ინდუსტრიას სპეციფიკური გამოწვევები ახასიათებს, ამ სექტორზე ფოკუსირებისას, უფრო სიღრმისეულად ვაანალიზებთ მათ პრობლემებს. ეს საშუალებას გვაძლევს, ისეთი დიზაინი შევქმნათ, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე დახვეწილი ვიზუალი — ეს არის რეალური პრობლემების გადაჭრა.

M: სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?

ამჟამად ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო სიღრმისეულად შევისწავლოთ ტექნოლოგიური ინდუსტრია, რათა უკეთ გვესმოდეს კლიენტების გამოწვევები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, მეტად მოქნილები ვიყოთ სამუშაო პროცესის მიმართ, რაც საბოლოოდ უკეთესი პროდუქტის შექმნის საშუალებას მოგვცემს.

McDonald’s-მა ახალი მენიუს კომუნიკაციაში პოპ-კულტურის კამეო წარმოადგინა

გართობისken! – ანუ როგორ შეიქმნა ზაფხულის ყველაზე მხიარული კამპანია ჰაინეკენთან ერთად