პრემიუმ ხარისხის ქართული ჩაი, „მანნა” პერიოდულად სულ გვანებივრებს ახალ-ახალი არომატებითა და პროდუქტებით. ერთ-ერთი ასეთი სიახლეა „დეტოქს” ჩაი, რომელიც სასიამოვნო გემოთი და სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა.
ახალი სახეობის ჩაი უსაფრთხო გასახდომი საშუალებაა, რომელიც ორგანიზმიდან ტოქსინებსა და შხამებს გამოდევნის. იგი ვიტამინებისა და მიკროელემენტების მრავალ სახეობას შეიცავს, რითაც ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციაშიც გვეხმარება: აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის დაღლილობას, ებრძვის დეპრესიას, არეგულირებს წნევას, აუმჯობესებს იმუნიტეტს და ა.შ. ამ ყველაფერში კი მისი შემადგენლობა ეხმარება.
დეტოქს ჩაის ინგრედიენტებია: მწვანე გრეხილი ჩაი, რომელსაც გააჩნია ანტიოქსიდანტური ეფექტი. კივი შეიცავს B1, B2, B3, B6, B9, C და E ვიტამინებს. ფეიხოა – ეგზოტიკური სამკურნალო მცენარე, რომელშიც იოდის დიდი რაოდენობაა. ფორთოხლისა და ლიმონის ჩაისთან შეზავების დროს ძლიერდება მათი სასარგებლო თვისებებიც. ყველა ინგრედიენტს გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი, მათი სასარგებლო თვისებები ერთმანეთთან თანხვედრაშია და ძალიან კარგ შედეგს გვაძლევს.
მომხმარებლებში გავრცელებულია სტერეოტიპული წარმოდგენა, რომ დეტოქსი აუცილებლად ნიშნავს უგემურ, ძნელად დასალევ ჩაის. „მანნას” ეს პროდუქტი, თავისი გემოვნური თვისებებით, ამ სტერეოტიპს ანგრევს. მას აქვს პიკანტური, მოტკბო-მომჟავო არომატი და ძალიან სასიამოვნო დასალევია. ამასთან, „მანნა” ამ სახეობაშიც არ უხვევს თავის ძირითად ხაზს და მომხმარებელს ახალ პროდუქტს ყოველგვარი საღებავისა და არომატიზატორის გარეშე სთავაზობს.
დეტოქს ჩაის მიღება უზმოზე არ არის რეკომენდებული. უმჯობესია, თუ მას კვებებს შორის შუალედში მიირთმევთ. სხვა მხრივ, არანაირი შეზღუდვა არ გაქვთ, რამდენიც გესიამოვნებათ, იმდენი ჭიქა შეგიძლიათ, დალიოთ. მისი დალევა ჩვეულებრივი ჩაის სახით, ცხელ მდგომარეობაშიც შეგიძლიათ და ბარემ ცივად მომზადების წესსაც გაგიზიარებთ: 20გრ. ჩაის დაასხამთ 1 ლიტრ ცივ წყალს, ნელ ცეცხლზე ადუღებთ 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურავთ და რომ გაცივდება, მერე მიირთმევთ.
[R]










