in

სმარტფონი აპლიკაციების გარეშე — ინოვაციური კონცეფცია

ბოლო დროის მთავარ ინოვაციად და მთავარ სასაუბრო თემად ხელოვნური ინტელექტი იქცა — გამონაკლისი არც წლევანდელი მსოფლიო მობილური კონგრესი (MWC) ყოფილა. ამჯერად ყველაზე დიდი ყურადღება Deutsche Telekom-ის AI სმარტფონის კონცეფციამ მიიპყრო. საუბარია კონცეპტუალურ ტელეფონზე, რომელიც მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობა.

ეს არის ექსპერიმენტული მოწყობილობა, რომელიც, როგორც ამბობენ, მომხმარებლის ყველა საჭიროებას აპლიკაციების გარეშე დააკმაყოფილებს. სანაცვლოდ, ხელოვნური ინტელექტის ძალას გამოიყენებს. მთელი იდეა კი სმარტფონების სავარაუდო მომავლის გამოძახილია — წინასწარ მოსაზრებებს თუ დავეყრდნობით, 5-10 წლის შემდეგ აღარავინ გამოიყენებს აპლიკაციებს.

ამავდროულად, ასეთი კონცეფციის შექმნამდე დღევანდელი მოთხოვნების საფუძველზე მივიდნენ, ვინაიდან ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტუალობით სარგებლობს AI-ის შესაძლებლობებით. მაგალითად, კამერის გახსნის ნაცვლად, პირდაპირ ხელოვნურ ინტელექტს სთხოვთ გადაღებას და მის ვინმესთან გაგზავნას.

საგულისხმოა, რომ Deutsche Telekom-მა ეს AI ტელეფონი Qualcomm-თან და Brain.AI-თან თანამშრომლობით შეიმუშავა.

გაიცანით She’s Next Empowered by Visa-ს ბიზნეს იდეების კონკურსის გამარჯვებულები

Wendy’s-ის ორსიტყვიანი შეცდომა და გაკვეთილი ბრენდებისთვის