10
Apr
2019

Dolce&Gabbana-ს ახალი სარეკლამო კამპანია

10 Apr 2019

მონიკა ბელუჩისა და ვინსენ კასელის 14 წლის შვილი დევა, Dolce&Gabbana-ს სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს. ფოტო გადასაღები მოედნიდან ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა.

გადაღებები იტალიის საკურორტო ქალაქ რაველოში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ეს დევა კასელის, როგორც მოდელის, პირველი სერიოზული პროექტია. იტალიური მედიის ცნობით, გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა მონიკა ბელუჩიც, რომელსაც არაერთხელ მიუღია მონაწილეობა Dolce&Gabbana-ს სხვადასხვა კამპანიაში. 

განხილვა