in

დევარტ გრინ გარდენსი – პირველი მრავალფუნქციური კომპლექსი ხუდადოვის ტყე-პარკთან

თბილისის განვითარების თანამედროვე ეტაპზე, როდესაც მდგრადი განაშენიანება და ეკოლოგიური პრინციპები სულ უფრო აქტუალური ხდება. გაგაცნობთ დევარტ გრინ გარდენსს – პირველ სამშენებლო კომპანიას, რომელმაც დედაქალაქის „ფილტვებად“ წოდებული ხუდადოვის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.

პროექტი გამორჩეულია თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით – ის მდებარეობს ხუდადოვის ტყე-პარკის პირას, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში. ამ ადგილს განსაკუთრებულ მიკროკლიმატს სძენს მაღალი ადგილმდებარეობა, რაც ნიშნავს რომ აქ ყოველთვის 2-3 გრადუსით გრილა, ქალაქის სხვა უბნებთან შედარებით. ნაკლები ხმაური, სუფთა ჰაერი და მწვანე გარემო კი იდეალურ პირობებს ქმნის მშვიდი საცხოვრებლისთვის.

პროექტიდან იშლება პანორამული ხედი მთელს თბილისსა და ხუდადოვის ტყეზე. ბინები კი შენდება ევროპული სტანდარტის მასალებითა და ნორმებით, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, მდგრად და ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელს. დევარტ გრინ გარდენსის პროექტი 100%-ით ეკომეგობრულია, რაც პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს მდგრადი განვითარებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსი ქალაქის ხმაურისგან მოშორებულ, მყუდრო ადგილას მდებარეობს, მანძილი სხვადასხვა საკვანძო ლოკაციებამდე მინიმალურია: სადგურის მოედნამდე და ქარვასლამდე სულ 3 წუთი დაგჭირდებათ, ჩიტაიას (საბჭოს) მოედნამდე – 4 წუთი, თბილისის ზღვამდე – 8 წუთი, კახეთის გზატკეცილამდე – 12 წუთი და თავისუფლების მოედნამდე – 15 წუთი. ეს ნიშნავს, რომ აქ მცხოვრებლებს შეუძლიათ ერთდროულად ისარგებლონ როგორც ბუნებასთან სიახლოვით, ასევე ქალაქის ინფრასტრუქტურის სრული ხელმისაწვდომობით.

დევარტ გრინ გარდენსის პროექტი მოიცავს ორ – A და B ბლოკს. A ბლოკი უკვე დასრულებულია და პოტენციურ მაცხოვრებლებს შეუძლიათ სარემონტო სამუშაოების დაწყება და საცხოვრებლად გადასვლა. ხოლო B ბლოკის მშენებლობა 2025 წლის დეკემბერში სრულდება, სადაც თქვენ დაგხვდებათ გადახდის იდეალური პირობები – შიდა უპროცენტო განვადება ან წამყვანი ბანკების იპოთეკური სესხი 15 წლამდე ვადით.

ხუდადოვის ტყე-პარკში იგეგმება მასშტაბური პროექტი, რომელიც ამ რეკრეაციულ ზონას რეგიონში ყველაზე დიდ და კეთილმოწყობილ ზონად აქცევს.

 ეს ნიშნავს, რომ დევარტ გრინ გარდენსის მაცხოვრებლებს ექნებათ პირდაპირი წვდომა თბილისის უდიდეს მწვანე სივრცეზე, სადაც შეძლებენ სასეირნო ბილიკებით, სპორტული მოედნებითა და დასვენების სხვადასხვა შესაძლებლობებით სარგებლობას.

დევარტ გრინ გარდენსი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, დაიწყოთ ცხოვრების ახალი ეტაპი თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა სახლში, სადაც თქვენი და თქვენი ოჯახის კომფორტისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

დევარტ გრინ გარდენსი არის ადგილი, სადაც ურბანული ცხოვრების დინამიკურობა და ბუნებასთან სიახლოვის სიმშვიდე იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თბილისის განაშენიანების ყველა პრინციპს და ამავე დროს, ქმნის სრულიად ახალ სტანდარტს საცხოვრებელი სივრცეებისთვის.

თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც გთავაზობთ კომფორტს, თანამედროვე დიზაინს, ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოსა და სტრატეგიულ მდებარეობას, დევარტ გრინ გარდენსი სწორედ თქვენთვისაა. არ გაუშვათ შანსი, იცხოვროთ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და ეკოლოგიურად სუფთა უბანში.

დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: [email protected]

Whatsapp/Viber: 510 10 11 22

[R]

როგორ გავხდეთ „მწვანე მოგზაური”, ანუ ის, ვინც არ დააზიანებს გარემოს

როგორ აძლიერებს „მაგთიკომი” ქსელს ყველგან, სადაც მისი მომხმარებელია