in

როგორ შევქმნათ გვერდი Wikipedia-ზე ისე, რომ ადმინისტრატორებმა დაადასტურონ

რა დროს ქმნით გვერდს Wikipedia-ზე? საერთოდ, გჭირდებათ ის? დღესდღეობით, პლატფორმას, უამრავი ქვეყნიდან სტუმრობს მილიონობით მომხმარებელი. აქ თითქმის ყველაფერზე შეგიძლიათ ინფორმაციის მოძიება და პლატფორმა მრავალ ენაზეა ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა მრავალფეროვანია და მასზე სტატიის განთავსება ან კორექტირება ყველას შეუძლია, ინფორმაცია პლატფორმაზე მოხვედრისას მკაცრ ბარიერებს გადის. თუკი თქვენს ბრენდთან დაკავშირებული სტატიის განთავსება გინდათ ვიკიპედიაზე, დაფიქრდით, აკმაყოფილებს თუ არა ის რამდენიმე ძირითად პირობას, კერძოდ:

აქვს თუ არა კომპანიას ისეთი გამოგონება, რომელმაც ინდუსტრიაში სასიკეთო ცვლილებები შეიტანა? ტექნოლოგია შეიძლება იყოს ნებისმიერი – მექანიკური, ციფრული, ქიმიური, მუსიკალური და სხვა.

იძებნება თუ არა ამ ტექნოლოგიაზე ან თემატიკაზე ინფორმაცია ვიკიპედიაში?

სტატია შეგიძლიათ განათავსოთ მაშინ, როცა კომპანია ან მისი დამფუძნებელი ცნობადი პიროვნებაა. ვიკიპედიის რედაქტორები შესაბამის კრიტერიუმებს იყენებენ ამის დასადგენად. გაითვალისწინეთ, რომ ვიკიპედიისთვის ცნობადობის ცნება შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი აღქმისგან. თუ თქვენმა კომპანიამ რაიმე გამოიგონა ან თქვენი დამფუძნებელი არის გამორჩეული პიროვნება (მაგ., ცნობილი ავტორი, ინოვატორი ან ა.შ.), მაშინ შესაძლოა, მისაღები იყოს თქვენი კონტენტი პლატფორმისთვის.

ამას გარდა, ვიკიპედიაზე სტატიის განსათავსებლად, თქვენი ამბავი უნდა წარმოაჩინოთ უნიკალურად, რადგან ყველა ბრენდი ან პიროვნება შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისად გამორჩეული ვიკიპედიისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ სტატიაში დაიხმაროთ სანდო წყაროები. აღიარებული წყაროების გამოყენება გლობალურ ენციკლოპედიაში მოხვედრას გაგიადვილებთ.

ინსტაგრამ ვერიფიკაცია ან IMDB-ზე გვერდის ქონა გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ვიკიპედიაზე აუცილებლად მოხვდებით.

ნაბიჯები ვიკიპედიის გვერდის შესაქმნელად

ეს ნაბიჯები მთლიანი პროცესის გააზრებაში დაგეხმარებათ და იქნება ერთგვარი მონახაზი, თუ როგორ ააწყოთ სტატია ვიკიპედიაზე, ნაბიჯ-ნაბიჯ.

ჩაატარეთ მცირე მოკვლევა ვიკიპედიის შესახებ

ვიკიპედიის კარგი აღქმა დაგეხმარებათ შექმნათ გვერდები, რომლებიც ნაკლები ალბათობით წაიშლება ან ოფიციალური განხილვის პროცესის ნაწილად იქცევა. გაეცანით ვიკიპედიის ინტერესთა კონფლიქტის სახელმძღვანელო მითითებებს.

შექმენით ანგარიში ვიკიპედიაზე

მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან ან შეცვალონ ვიკიპედიის გვერდები. გირჩევთ, გამოიყენოთ თქვენი ნამდვილი სახელი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

არსებული გვერდების რედაქტირება

შეამოწმეთ თქვენი უნარები არსებულ გვერდებზე მცირე ცვლილებების შეტანით, ახალი კონტენტის შექმნამდე, რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერად. დაიწყეთ იმ თემებით, რომლებსაც იცნობთ. მაგალითად, გაამდიდრეთ არსებული სტატიები ახალი ბიოგრაფიული ინფორმაციით, რომელიც ინტერნეტში ან სხვაგან ნაკლებად მისაწვდომია და სანდო წყარო აქვს საფუძვლად. ამ მცირე ცვლილებების შეტანით, შეძლებთ უკეთ გაეცნოთ პლატფორმაზე კონტენტის მართვის სისტემას და შექმნათ ვიკიპედიის მომხმარებლის პროფილი.

ვიკიპედია თვალს ადევნებს ყველა ცვლილებას, რომელიც ხდება თქვენი მეშვეობით. საკმარისი რედაქტირებისა და აქტივობის შემთხვევაში, თქვენ შეიძლება გადახვიდეთ „ავტომატურად დადასტურებული მომხმარებლის“ დონეზე. ეს დონე საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ შეზღუდული ფუნქციებით, როგორიცაა სურათების ატვირთვა და გვერდების საჯარო სივრცეში გადატანა.

თავი მოუყარეთ თქვენს წყაროებს

გადამოწმებადი, მესამე მხარის წყაროები ძალიან მნიშვნელოვანია ვიკიპედიაში. ეს არის ენციკლოპედია და არა მარკეტინგული არხი. შინაარსი უნდა იყოს ფაქტობრივი და მიუკერძოებელი. თუ თქვენი ამბავი არ არის გადამოწმებადი ობიექტური ვებგვერდებით ან ნაბეჭდი მასალებით, ვიკიპედიამ შეიძლება არ დაიჯეროს მხოლოდ თქვენი ნაამბობი. სურათების ატვირთვა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფლობთ მათ ან ისინი არ ექვემდებარება საავტორო უფლებებს.

გაამზადეთ ტექსტი

შექმენით ვიკიპედიის გვერდითვის კონტენტი. შეგიძლიათ ვიკიპედიის ინტერფეისში აკრიფოთ ან ჩასვათ თქვენი ფაილიდან.

თქვენი მომხმარებლის გვერდის ზედა მარჯვენა მხარეს არის სათაურები – Sandbox და My Talk. თქვენ შეგიძლიათ ორივე გამოიყენოთ, თუმცა My Talk უზრუნველყოფს, რომ გვერდი არ წაიშალოს. გვერდის ფორმატირებას Wiki კოდის დახმარებით, დრო სჭირდება.

გაგზავნეთ გვერდი განსახილველად

როდესაც თქვენი სტატია დასრულებულია, გაგზავნეთ იგი ვიკიპედიაში განსახილველად. პროცესი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღის ან კვირის მანძილზე. დადასტურების შემდეგ, შეგიძლიათ საჯარო სივრცეში გადაიტანოთ. თუკი ვიკიპედიაზე გვერდს გამოაქვეყნებთ, მასზე პასუხისმგებლობაც უნდა აიღოთ. განაგრძეთ მისი მონიტორინგი და დროთა განმავლობაში, განაახლეთ კიდეც.

საქართველოში ვიკიპედიას ჰყავს ენთუზიასტი ავტორები, რომლებიც ქართულ კონტენტზე ზრუნავენ. თქვენი გამოცდილება როგორია? გამოგიქვეყნებიათ სტატია ვიკიპედიაზე? რას ურჩევდით სხვებს, საკუთარი გამოცდილებიდან?

 

წყარო: contentmarketinginstitute

M&M’s-ის ცნობილ პერსონაჟებს კომიკოსი მაია რუდოლფი ჩაანაცვლებს

როგორ უნდა დაუჭიროთ მხარი ზეტ თაობის წარმომადგენლებს სამსახურში? — 7 გზა