in

„დეველორის“ საერთაშორისო სასწავლო HR პროგრამა, რომელიც ქართული რეალობის გათვალისწინებით შეიქმნა

კორპორაციული კულტურის განვითარება ხანგრძლივი პროცესია. კომპანიებს სჭირდებათ გრძელვადიანი ხედვა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა, რომ უკეთესი სამუშაო გარემო შექმნან, რაც ბიზნესის შედეგებზეც აისახება. პრაქტიკული სწავლასწორედ ამაზეა ორიენტირებული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციადეველორის“ B2B პროგრამები, რომლებიც ევროპული სტანდარტისა და ქართული კორპორაციული რეალობის შერწყმის შედეგია. „HR აკადემია“  HR-ებს, სწავლებაგანვითარების მენეჯერებსა და ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს პროფესიულ ზრდასა და შეძენილი უნარების ყოველდღიურობაში დანერგვაში ეხმარება. ესაა გლობალურ შრომით ბაზარზე გამოცდილი პრაქტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოცემულობას პასუხობს და მთლიანობაში, კორპორაციული პროცესების გაუმჯობესებაში შეაქვს წვლილი.

დეველორიარის საერთაშორისო გამოცდილების ჰაბი, რომელიც უკვე 30 წელია ოპერირებს. მისი სათაო ოფისი ბუდაპეშტში მდებარეობს. თავდაპირველად, კომპანია გაყიდვების მიმართულებით მუშაობდა. დროთა განმავლობაში კი, განვითარდა ლიდერშიფის, მენეჯმენტის, თამაშზე დაფუძნებული ტრენინგებისა და სხვა მიმართულებებით. დღეს, მისი საშუალებით, ადამიანები 12 ქვეყნის მასშტაბით ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას. ესაა საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივ ბაზარზე დაგროვილი ცოდნის ნაზავი. ყველაფერი, რაც ჩვენს ბაზარზე ინერგება, სრულად ადაპტირდება არამხოლოდ ქვეყნის რეალობასთან, არამედ ბიზნესის ცალკეული სფეროების საჭიროებებთან“, – გვიამბოდეველორ საქართველოს” მმართველმა დირექტორმა და ტრენერმა მარიამ ბერიძემ.

M: რითაა საინტერესო საქართველოს ბაზარი „დეველორისთვის“?

დეველორიყოველთვის ინტერესდება სიახლეებითა და განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევებით, რაც კონკრეტულ ქვეყნებსა თუ კომპანიებს აქვთ. ბოლო წლებში, ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში გაფართოვდა. წარმომადგენლობა გაიხსნა ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც. ბუნებრივია, საინტერესოა საქართველოს ბაზარიც, სადაც მნიშვნელოვნად იცვლება მოცემულობა. ბოლო 6 წლის განმავლობაში, რაცდეველორისგუნდის წევრი ვარ, ვხედავ, როგორ ვითარდება ბაზარი, იზრდება ცნობიერებაკომპანიები ხედავენ, რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და შედეგზე გრძელვადიანად ორიენტირება. ჩვენი მუშაობის განმავლობაში კორპორაციული სწავლების პროცესზე ინფორმაციის მიწოდებას ვუთმობთ ძალიან დიდ დროს, რათა ტრენინგების გავლა ეფექტიანი იყოს.

დეველორისპროგრამები კონკრეტული უნარჩვევების განვითარებასა და შედეგების მიღებაზეა მომართული. ესაა სწავლება, რომელიც პროგრამის მონაწილეებს ყოველდღიურობაში გადააქვთ და მხოლოდ ინფორმაციად არ რჩება. ჩვენი სამუშაო რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

* გაცნობიერებაადამიანებმა უნდა იცოდნენ, სად და რატომ მოდიან, ვინ გაუზიარებს გამოცდილებას და ..

* პასუხისმგებლობის აღებაკომპანია უნდა დაეხმაროს თანამშრომლებს, რომ უფრო პასუხისმგებლიანად მოეკიდონ ახლის სწავლას.

* სწავლის პროცესი, რომელიც მაქსიმალურად რელევანტურია იმ კონკრეტული გუნდის საჭიროებებთან, რომელიც ჩართულია პროგრამაში.

* მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა, რათა ის არაცნობიერ კომპეტენციად იქცეს.

* პერფორმანსისწორედ ამ ეტაპზე მოდის ის ცვლილება, რის მიღებაც ასე უნდა დამკვეთს, ბიზნეს შედეგების თვალსაზრისით.

მოცემული ეტაპების გავლა აუცილებელია და ვცდილობთ გუნდის წევრებს მაქსიმალურად დავეხმაროთ ამის გააზრებაში. სწორედ, ამის შემდეგ ვიწყებთ უშუალოდ სწავლების პროცესს.

M: ვისთვის არის განკუთვნილი „დეველორის“ პროგრამები?

 „დეველორისპროგრამები B2B პრინციპზეა გათვლილი, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ კონკრეტული როგორც ორგანიზაციის ასევე ინდივიდუალურად გუნდების გამოწვევებს.

HR აკადემია დეველორის ამ ფორმატის პირველი საერთაშორისო პროექტია საქრთველოში, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში წლებია წარმატებით მიმდინარეობს.

ამ დროისათვის, HR აკადემია  საქართველოსა და აზერებაიჯანის ბაზრებზე პარალელურად ვითარდება. ეს პროექტი საინტერესოა არამხოლოდ HR-ებისა და სწავლებაგანვითარების მენეჯერებისთვის, არამედ. მათთვის, აინტერსებს ეს სფერო და/ან პროფილის შეცვლა სურს.

დეველორ საქართველოს” პროდუქტი – ეს არის საერთაშორისო გამოცდილების და ლოკალური ცოდნის ნაზავი, და სწორედ ეს გვეხმარება მაქსიმალურად მორგებული კონტენტი შევთვაზოთ ჩვენს კლიენტებს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს დასწავლილი მასალის ყოველდღიურ რუტინაში გადატანა. 

M: გვესაუბრეთ გუნდზე – ვინ უძღვება სასწავლო პროგრამებს?

ამ პროგრამის ფარგლებში, გვყავსდეველორსაქართველოს პროფესიონალებიც და მოწვეული ტრენერებიც, მაგალითად ლელა სალაყაია – „სელფისPeople and Organization Chief Executive Officer-“ის  ხელმძღვანელი. 

დეველორ საქართველოს ტრენერი ანი სიჭინავა,   HR-ში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილებით.

  • ასევე, ჩვენი გუნდის წევრი და საერთაშორისო ტრენერი ნინა გოგოლაძე, ნინა 10 წელზე მეტია რაც გაეროსა და ევროკაშვირის პროექტებში იღებს მონაწილეობას როგორც მენტორი, ტრენერი და გუნდის ხელმძღვანელი.
  • რუსუდან თელია  რომელიც უკვე წლებია ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას ორგანიზაციული კულტურისა და მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით. ამასთანავე იგი არის პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი და ქოუჩია რაც ვფიქრობთ დამატებითი ბენეფიტია ამ პროექტისთვის. 
  • დეველორის მოწვეული ტრენერი  თეონა ბაღათურია, თეონა ორგანიზაციული განვითარების და ადამიანური კაპიტალის საკითხების მართვის კონსულტანტია მრავალწლიანი გამოცდილებით ეიჩარში ამჟამად კი დასაქმებულია sslavefreetrade International-ში, (ჟენევა შვეიცარია).
  • და თინათინ რუხაძე, დეველორის მოწვეული ტრენერი ბიზნესის წარმოებისა და კომპანიის მართვის 20+ წლიანი გამოცდილებით. თინათინს უმაღლესი განათლებისა და ტრენინგების სფეროში საქმიანობის 15+ წლიანი გამოცდილება აქვს.

გვჯერა რომ თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნისა, პორექტში ჩართული ტრენერების რეალური გამოცდილება და ქეისები ძალიან სასარგებლო და ინსპირაციული იქნება აკადემიის მონაწილეებისათვის. 

ჩვენ მონაწილეებს ვთავაზობთ მიიღონ ევროუპული სტანდარტების შესაბამისი ცოდნა ისე, რომ შეძლონ მარტივად უპასუხონ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ყოველდღიურ გამოწვევებს და დაიწყონ ცვლილება უკეთესობისკენ.

დეველორ International-ი ძალიან გვიჭერს მხარს და მაქსიმალურად გვეხმარება განვავითაროთ კორპორატიული სწავლების მიმართულება საქართველოში. სწორედ ამიტომ, 9 ოქტომბერს დეველორის დეველორის თანადამფუძნებელი და საერთაშორისო ტრენერი Imre Szücs ჩაატარებს მასტერკლასს კორპორატიული სწავლების თემასთან დაკავშირებით,ხოლო 3 ნოემბერს,  დეველორ International-ის CEO, Zsolt Pozvai ესტუმრება საქართველოს და შემოგვთავაზებს ვორქშოფს თემაზე მეგატრენდებზე და მათ გავლენაზე ლიდერშიფში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვაქვს შესაძლებლობა გავაზიაროთ მრავალწლიანი ცოდნა და გამოცდილება.

M: როგორ მოარგეთ სწავლების საერთაშორისო პროგრამა ადგილობრივ საჭიროებებს?

პირველ რიგში, საფუძვლიანად გამოვიკვლიეთ ბაზარზე არსებული მდგომარეობა. კონსულტაციები გავიარეთ ჩვენს ტრენერებთანლელა სალაყაიასან და თეონა ბაღათურიასთან, რომლებიც მოქმედი პროფესიონალი HR-ები არიან, განვიხილეთ, რა შეიძლება ყოფილიყო საქართველოს ბაზრისთვის აქტუალური, მოვარგეთ საერთაშორისო პროგრამას და დავადასტურეთ სათავო ოფისთან ერთად. გვინდოდა, პროგრამაში საბაზისო დეტალებიც გაგვეთვალისწინებინა და Advanced დონეც შეგვეტანა. ასევე, ვფიქრობთ რომ ტქნიკური უნარ-ჩვევების გარდა, soft სქილები და ზოგადად, პიროვნული განვითარების მიმართულებაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მაქსიმალურად ვეცადეთ პროგრამები დაბალანსებული ყოფილიყო.

ამასთან, გვინდოდა, პროექტში შემოგვეტანა ისეთი პროგრამები, რომლებზეც კორპორატიული მიმართულებით დიდი მოთხოვნაა საქართველოში, მაგალითადარაფორმალური განათლება, კორპორაციული სწავლების პროცესი ორგანიზაციებში, კორპორაციული კულტურა, კომუნიკაცია HR-სა და C-level მენეჯმენტს შორის, თანასწორობა, დისკრიმინაცია და ..

პროექტის ხანგრძლივობაა 5 თვე. სულ არის 16 სატრენინგო დღე. გვაქვს 15 ცოცხალი შეხვედრა და ონლაინ შეხვედრები, follow-up-ისთვის, რათა მონაწილეებს მიღებული ცოდნის გააზრებასა და პრაქტიკაში გადატანაში დავეხმაროთ.

M: როგორ ეხმარება ეს პროგრამა ადამიანებს, რომ უკეთეს კორპორაციულ გარემოში იმუშაონ?

ეს პროგრამა მთლიანად არის მომართული ბაზარზე არსებული მოცემულობის გაუმჯობესებაზე. პრაქტიკული ტრენინგების საშუალებით, მონაწილეები ახალ უნარჩვევებს იძენენ და მათ მთავარ მისიად ამ ყველაფრის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში გადატანა იქცევა. თავად მაქვს გამოცდილი, რას ნიშნავს, როდესაც კომპანიაში კორპორაციული კულტურა არ არის და რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის ფსიქოლოგიურად  უსაფრთხო გარემოს შექმნა სამუშაო ადგილზე და ზრუნვა მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე. 

 ამიტომ, ჩვენი ერთერთი უდიდესი მოტივაციაა, დავანახოთ HR-ებს მათი უდიდესი მისია, თუ როგორ შეუძლიათ ცვლილებების შეტანა ეკრუტინგის პროცესში, კორპორაციულ კულტურაში, მოტივაციის მართვაში, თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაში,, თანამშრომლებთან კომუნიკაციაში, კორპორაციული სწავლაგანვითარებასა და სხვა მიმართულებებში. ჩვენ გვინდა, რეალური ქმედებებისკენ ვუბიძგოთ ადამიანებს და გავუზიაროთ გამოცდილება რომ რაც შეიძლება მალე და ხარისხიანად შეძლონ ამის გაკეთება.

[R]

„თეგეტა ჰოლდინგს“ აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია ეწვია

როგორ უნდა გაუმკლავდეს დიზაინერი „კოშმარულ სცენარებს“, როცა დამკვეთისთვის მუშაობს?