სულ რამდენიმე დღე დარჩა Spotlight Tech-მდე, რომელიც ასეულობით სტუმარს გააერთიანებს ტექნოლოგიების გარშემო. ღონისძიების მთავარი თემაა „გაკვეთილები“. ტექნოლოგიებზე სასაუბროდ სტუმრები, 1-2 ივნისს, Raddison Blu Iveria-ში შეიკრიბებიან. 2013 წლიდან მოყოლებული, სფოთლაითმა ჩამოაყალიბა მარკეტინგული პლატფორმა და იქცა ღონისძიებად, რომელიც აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს. ესაა სივრცე, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. 2018 წელს, პირველად ჩატარდა Spotlight Tech, რომელიც ტექნოლოგიებს მიეძღვნა. ღონისძიების მხარდამჭერია „დეველორი“. Spotlight-თან მეგობრობაზე „დეველორის“ მმართველი დირექტორი, მარიამ ბერიძე გვესაუბრა.
M: გვიამბეთ, რა ღირებულებები გაერთიანებთ სფოთლაითთან, რამაც ღონისძიების მხარდაჭერა გადაგაწყვეტინათ?
Spotlight-ის ღონისძიება და მთლიანად გუნდი იმ ღირებულებებს განასახიერებს, რომლებიც „დეველორთან“ რეზონინდება. გვაერთიანებს დამოკიდებულება ინოვაციებისადმი, განვითარებაზე ფოკუსი და ბიზნესის მხარდაჭერა. ჩვენ ინდივიდებსა და ორგანიზაციებს ვეხმარებით გაძლიერებაში, რომ მათ შეძლონ ცვლილებების მიღება, ისწავლონ საკუთარ და სხვის გამოცდილებებზე, შეცვალონ ტვინწყობა (Mindset) და გამოწვევები შესაძლებლობებად აქციონ. ისეთი ღონისძების მხარდაჭერა, რომელიც ამ ღრებულებების ერთგულია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ამავდროულად ბუნებრივი გადაწყვეტილება იყო, რადგან გვინდა ერთობლივი ძალებით შევუწყოთ ხელი პლატფორმას ამ ღირებულებების გაზიარებასა და პოზიტიური ცვლილებების შთაგონებაში.
M: თქვენი ხედვით, რა როლი აქვს სფოთლაითს მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში?
Spotlight გადამწყვეტ როლს თამაშობს მარკეტინგისა და ტექნოლოგიების განვითარებაში საქართველოში. ძალიან დასაფასებელია ის შრომა, რასაც მთელი გუნდი დებს ამ საქმეში. ვფიქრობ, ამ ღონისძიებამ სრულიად შეცვალა რეალობა და ქვეყანაში ახალი შესაძლებლობები გახსნა. Spotlight ხელს უწყობს საზოგადოებას და სთავაზობს სივრცეს, სადაც შესაძლებელია ვისწავლოთ სხვების გაკვეთილებზე, გავბედოთ უფრო მეტი და განვავითაროთ აზროვნება.
M: 1-2 ივნისს, სფოთლაით ტექის მთავარი თემაა „გაკვეთილები“. რა მოლოდინი გაქვთ ღონისძიებასთან დაკავშირებით?
ძალიან მომწონს წლევანდელი ღონისძიების იდეა და მიხარია, რომ „დეველორი“ სფოთლაითის სცენიდან მიესალმება მაყურებელს. ეს თემა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ხაზს უსვამს წარსულის გამოცდილებას, რაც დღევანდელ დღეს გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. ეს პროცესი კი, განსაკუთრებით რთულია კრიზისის დროს. ჩემი მხრივ, ვისაუბრებ კრიზისის დროს ტვინწყობის მნიშვნელოვნებაზე, იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გამოწვევები შესაძლებლობებად გარდავქმნათ.
Spotlight Tech 2024-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: eTeam
ოქროს სპონსორი: Alta – Honor
ვერცხლის სპონსორები: Bolt, Wolt, Coinmania
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
მხარდამჭერები: ლურჯი ოკეანე, LionTrans, ავერსი, It აკადემია Step, Navne, Lutecia, Develor Georgia, Viber, ACT, Silk Hospitality