in

გლობალური ფინტექ კომპანია “Devexperts” საქართველოში შემოდის!

ქართულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ბაზარზე მალე ახალი საერთაშორისო კომპანია – Devexperts დაიწყებს ოპერირებას. კომპანიის მთავარი ამოცანაა, ქართველი და საერთაშორისო IT სპეციალისტების თანამშრომლობის საფუძველზე, მომხმარებლებს კიდევ უფრო კომფორტული და მოქნილი ფინანსების მართვის მექანიზმები შესთავაზოს.

Devexperts 2002 წლიდან მუშაობს ფინანსურ პროგრამულ სისტემებზე კაპიტალის ბაზრის ინდუსტრიისთვის. მისი სათავო ოფისი, გერმანიაში — მიუნხენში მდებარეობს, ხოლო კომპანია წარმოდგენილია აშშ-ში, სინგაპურში, პორტუგალიაში, თურქეთში, ლიეტუვასა და ბულგარეთში. უმოკლეს ხანებში ამ ქვეყნების ჩამონათვალს საქართველოც შეუერთდება. Devexperts კლიენტებს სთავაზობს სერვისს სამი ბიზნეს მიმართულებით, ესენია: სავაჭრო პლატფორმები როგორც საფონდო და OTC ბროკერებისთვის, ასევე ქონების მართვის ფირმებისთვის; კომპლექსური პროგრამული უზრუნველყოფა და ბაზრის მონაცემები.

ამასთან ერთად, Devexperts-თან თანამშრომლობის ფარგლებში კლიენტს შეუძლია ისარგებლოს საკონსულტაციო მომსახურებით ფინანსურ ინსტიტუტებს ტრანზაქციების დამუშავების, ვაჭრობის ავტომატიზაციის, სავაჭრო პლატფორმების გამართვისა და რისკის მართვის კუთხით. კომპანია ემსახურება ბაზარზე წარმოდგენილ საცალო და ინსტიტუციონალურ საბროკერო სახლებს, ბირჟებსა და ფირმებს — აქციების, ოფციების, სავალუტო მიმოცვლისა და  კრიპტოვალუტის მიმართულებით.

ფინანსურ ინდუსტრიაში მიმდინარე ტექნოლოგიურმა რევოლუციამ საზოგადოებას ეს სფერო სრულიად უნიკალური კუთხით წარუდგინა. ბუნებრივია, თანამედროვე მომხმარებელს სჭირდება გამარტივებული და ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურება. ჩვენი გუნდიც ამ გარდაქმნების პროცესში აქტიურად მონაწილეობს და განაგრძობს ბაზრის ათვისებას მსოფლიოს მასშტაბით. ამ ეტაპზე მზად ვართ, საქართველოში შემოვიდეთ. საქართველო ტექნოლოგიური მიმართულებით რეგიონის ლიდერი ქვეყანაა და გვსურს, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად ფინანსური ტრანზაქციების ინოვაციურ პროექტებზე ვიმუშაოთ, რათა კომპანიებს ფინტექ სერვისის უმაღლესი სტანდარტი შევთავაზოთ“, — ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენის ნორკინმა განაცხადა.

Devexperts-მა საქართველოს ბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილება, საფუძვლიანი ანალიზის შედეგად მიიღო, რომელიც ითვალისწინებდა ქვეყნის ტექნოლოგიური მახასიათებლებისა და ადგილობრივი რესურსების შესწავლას. კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი ნიჭიერ სპეციალისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ, საქართველო კი ამ ნიშნით, ბოლო პერიოდში, ყურადღების ცენტრში მოექცა. კომპანიაში ელოდებიან ყველას, ვისაც ექსპერტული ან მხოლოდ თეორიული ცოდნა აქვს, მაგრამ საკუთარ თავს IT–სფეროში ხედავს. Devexperts მათ აძლევს შესაძლებლობას, შემოუერთდნენ გუნდს და მათი დახმარებით აიმაღლონ კვალიფიკაცია.

მენტორობისა და სტაჟირების პროგრამების შემუშავებით, ცოდნისა და პრაქტიკის გავრცელებაზე აქტიური მუშაობით, ჩვენ ვცდილობთ, მოვიზიდოთ მეტი ადამიანი ტექნოლოგიების სექტორში და Devexperts-ის ირგვლივ მაღალპროფესიონალური საზოგადოება შემოვიკრიბოთ“, — ამბობს Devexperts-ის ბრენდინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი, მარინა კაუპონენი.

მათ, ვისაც სურს შეუერთდეს გლობალური ფინტექ კომპანიის გუნდს, ახლოდან გაეცნოს მათი მუშაობის სპეციფიკას და თავადაც მიიღოს მონაწილეობა ფინანსურ ბაზარზე ტექნოლოგიური ინოვაციების შემოტანაში, შეუძლია შეავსოს განაცხადი მითითებულ ბმულზე.

Devexperts უკვე რამდენიმე წელია, ლიდერთა შორის ასპარეზობს და ამ დროის განმავლობაში  მოიპოვა 30-ზე მეტი პრესტიჟული მსოფლიო პროგრამული უზრუნველყოფის და ფინანსური ინდუსტრიის ჯილდო და აღიარებულ იქნა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში.

[R]

Apple Face ID-ის ავტორების პატარა რობოტი ჩვენს ტვინს წამლებს მიაწვდის

გალერია თბილისი 5 წლისაა