7 – 8 ნოემბერს საქართველოში Google–ის ყოველწლიური დეველოპერული ფესტივალი გაიმართება და მთელი მსოფლიოს რუკაზე გაბნეული ანალოგიური ღონისძიებების განუყოფელი ნაწილი გახდება. პროექტის მედია მხარდამჭერია Marketer.ge
Devfest თბილისი საქართველოში მესამედ გაიმართება. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური IT ღონისძიება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში მოეწყობა და იგი საერთო ჯამში 30 000-ზე მეტ დეველოპერს უმასპინძლებს. წელს ამ ღონისძიების თანაორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოში GeoLab იქნება.
დეველოპერული ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა: ჰაკათონი, ვორქშოფები, ღია ლექციები, დიზაინ სპრინტი, Women Techmakers Tbilisi, გასართობი თამაშები და სხვა საინტერესო ღონისძიებები.
Devfest თბილისი 2015-ზე მოწვეული იქნებიან: Baris Yesugey – Google-ის წარმომადგენელი, Oytun Eren Sengul – U/UX ექსპერტი და ციფრული გამოცდილების კონსულტანტი, Said Tahsin Dane – Google-ის ექსპერტი Android Development-ში.
ჰაკათონი დაიწყება პარასკევს, 6 ნოემბერს 18:00-ზე. 7 ნოემბერს Google-ის წარმომადგენელი ფესტივალს ოფიციალურად გახსნის. ორი დღის განმავლობაში GeoLab-ის ტერიტორიაზე, 11:00-დან 18:00 საათამდე, ერთმანეთის პარალელურად ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები. ფესტივალი დასრულდება 8 ნოემბერს, 18:00 საათზე – გაიმართება კონკურსებსა და ჰაკათონში გამარჯვებულების დაჯილდოება.











