DevFest Google-ის ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც 27 ნოემბერს საქართველოში უკვე მეხუთედ გაიმართება. ესაა Google-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში მოეწყობა და იგი საერთო ჯამში 30 000-ზე მეტ ადამიანს უმასპინძლებს. წელს ამ ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან Google Developers Group (GDG) Tbilisi, Google Business Group (GBG) Tbilisi და GeoLab.
ფესტივალზე იქნება საინტერესო თემები და ვორქშოპები, როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი დეველოპერებისთვის. იქნება სესიებიც Tech Startup-ებისთვის, როგორც Digital Marketing-ის, ასევე UX-ის მიმართულებით და შიდა გუნდური მოტივაციისთვის
დეველოპერული ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა: ღია ლექციები (2 პარალელური სესია ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებით), ვორქშოფები, CodeLabs, Women Techmakers Tbilisi Expo, Tech კონკურსები და გასართობი თამაშები.
დევფესტის ამ წლის კონფერენციაზე, ბევრ საინტერესო თემასთან ერთად, განხილული იქნება ქართული დამწერლობის ერთ-ერთი სახის — მთავრული ასოების უნივერსალურ კოდთა სისტემაში დამატების საკითხი, რის შესახებაც საკუთარ აზრს გაგვაცნობს მაიკლ ევერსონიც, რომელიც სპეციალურად DevFest თბილისისთვის ჩამოდის ირლანდიიდან. მაიკლ ევერსონი არის ის ადამიანი, ვის სახელსაც უკავშირდება ყველა ქართული დამწერლობის და სხვადასხვა ნიშნის საერთაშორისო სტანდარტში ჩასმა, შესაბამისად ის რომ დღეს ქართული ასოებით შეგვიძლია ინტერნეტ სივრცეში ერთმანეთს ვწეროთ, ამ ადამიანის დამსახურებაა.
DevFest თბილისი 2016-ზე მოწვეული არიან: სანდრო დოლუა, გიორგი მამალაძე, აკაკი რაზმაძე, Michael Everson, ოთო ფრანგიშვილი, Paul Lam- mertsma, სალომე ვახტანგაძე, ტატო კუტალია, ვახო ვახტანგიშვილი, პავლე გაბრიჭიძე, ანდრო ბორცვაძე და სხვა ქართველი და უცხოელი სპიკერები.
DevFest თბილისი 2016 გაიმართება ტექნოპარკში. მისამართი: ოქროყანა, ინოვაციების #7.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად, გადადით ამ ბმულზე.