საქართველოს IT კომუნა DevFest-ის მეათე, საიუბილეო გამოშვებისთვის ემზადება — ეს არის 2012 წელს Google-ის მხარდაჭერით, Google Developers Group (GDG)-ის ბაზაზე შექმნილი ღონისძიება. ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურ თემად კი იქცა, მაგრამ იმ დროისთვის ერთ-ერთი პირველი კომუნა იყო, რომელიც ქართველ დეველოპერებს აერთიანებდა.
რა თქმა უნდა, მთელი ამ წლების განმავლობაში გაიზარდა, იმატა დამსწრეთა და სპიკერთა რაოდენობამაც. ამას მოჰყვა გასულ წელს რეგიონულადაც გაფართოებაც, რაზეც საქართველოს ბანკმა იზრუნა — შედეგად, 400 დელეგატს ქუთაისმა უმასპინძლა. ახლა კი 1-ელ ოქტომბერს მეათე საიუბილეო ფესტივალი თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართება. აქ თავმოყრილი პანელური დისკუსიები, ვორქშოფები და სხვადასხვა აქტივობა.
თემატურად, საინტერესო პოდკასტის სტუმრები არიან საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ვახტანგიშვილი და DevFest-ის თანაორგანიზატორი, Google Developers ექსპერტი ტატო კუტალია. ისინი აღნიშნული ფესტივალის ისტორიას და დაგეგმილი ღონისძიების პროგრამას გვიზიარებენ.