16
Nov
2018

17 ნოემბერს, დეველოპერების ყოველწლიური ფესტივალი Devfest ბრუნდება!

16 Nov 2018

17 ნოემბერს, ტექნოპარკში, ინოვაციების ქუჩა #7-ში DevFest Tbilisi 2018 დეველოპერების ყოველწლიური ფესტივალი გაიმართება.ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის Google-ის ტექნოლოგიების ჯგუფი – GDG თბილისი, კომპანია Google-თან, Fintech.ge-სა და Geo-Lab-თან პარტნიორობით.

ღონისძიებაში მონაწილეობას 10-მდე ქართველი და უცხოელი გამომსვლელი მიიღებს, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google, IBM, Microsoft და სხვა. ერთდღიანი დევფესტი განკუთვნილია დეველოპერებისთვის, დიზაინერების, ციფრული პროდუქტის მენეჯერებისთვის – მათთვის, ვისაც ტექნოლოგიები აინტერესებს.

ღონისძიების განმავლობაში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, დაესწრონ სემინარებს, პრაქტიკულ CodeLab-ებს და დისკუსიებში ჩაერთონ.

DevFest Tbilisi 2018-ზე დასწრება უფასოა. სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური. რეგისტრაცია შესაძლებელია 16 ნოემბრის ჩათვლით. რეგისტრაციისთვის, გადადით ბმულზე.

 

განხილვა