3
Sep
2019

თბილისში ტექნოლოგიური ფესტივალი DevFest ტარდება

3 Sep 2019

8 სექტემბერს, ტექნოპარკში, GDG-ის დეველოპერების ყოველწლიური ფესტივალი Devfest ჩატარდება. ღონისძიება, თბილისის Google-ის ტექნოლოგიების ჯგუფის (GDG თბილისი) ორგანიზებით, Google-თან და Fintech.ge-სთან პარტნიორობით იმართება. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, ჩაერთონ დისკუსიებში, დაესწრონ სემინარებსა და პრაქტიკულ CodeLab-ებს. 

„ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 10-ზე მეტი უცხოელი და ქართველი გამომსვლელი, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google, ADOBE და სხვა“.

Devfest განკუთვნილია დეველოპერების, დიზაინერების, ციფრული პროდუქტის მენეჯერებისა და მათთვის, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.

„ფესტივალი, Google-ის დეველოპერების ჯგუფების ორგანიზებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შემოდგომის პერიოდში იმართება და ათასობით ადამიანს აერთიანებს. ღონისძიებაზე განიხილება ისეთი ტექნოლოგიები, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი, ანდროიდი, ქლაუდ ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა. რაც შეეხება ფესტივალის ორგანიზატორებს, „GDG თბილისი“ 2012 წლის იანვარში დაარსდა. მისი ვირტუალი ჯგუფი 1000-ზე მეტ ქართველ დეველოპერს აერთიანებს. ფესტივალზე  დამსწრეთა საშუალო აქტივობა კი  600 ადამიანია. 2 წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებებისა და აქტიურობის შედეგად, თბილისის ჯგუფი მსოფლიოს 300–ზე მეტ ჯგუფს შორის, ათეულში და ხუთეულშიც კი მოხვდა. „GDG თბილისის“ ფარგლებში ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა, Google-ის თანამშრომლებთან პირდაპირი კავშირების დამყარება, უახლესი ტენდენციებისა და ტექნოლოგიების განხილვა, ახალგაზრდა პროგრამისტების მიერ აპლიკაციებზე მუშაობის წახალისება და სხვა“.

[R]

განხილვა