in

დანადგარი, რომლის დახმარებითაც 100 წლის აუდიო ჩანაწერების მოსმენა შესაძლებელია

ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში არსებულ დანადგარს უძველესი ჩანაწერების წაკითხვა გატეხილი და გაბზარული ცვილის ცილინრებიდან შეუძლია. ისეთებისაც კი, რომლებიც 100 წლის განმავლობაში არავის სმენია.

დანადგარი ჯესიკა ვუდმა აღმოაჩინა: მე უბრალოდ ის ვიცი, რომ როდესაც დიდი ხის ყუთი ვიპოვე, მასზე ეწერა — მერი დანას საჩუქარი ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკისთვის 1935 წელს

გამოდის, რომ თითქმის ერთი საუკუნის წინ საჩუქრად ნაყიდი აპარატი, ახლა უძველესი ჩანაწერების წაკითხვაში დაგვეხმარება. როგორც ამბობენ, იგი პატარა ჩემოდნის ზომისაა, ორი ეკრანი და უამრავი ღილაკი აქვს, ნემსის მსგავსი სტილუსი კი მას ფირების დაკვრაში ეხმარება. რაც შეეხება ცვილის ცილინდრებს, იგი ვინილებამდეც კი არსებობდა და მას 1890 წლიდან კომერციული რეკლამისა და მუსიკის მოსმენისთვის იყენებდნენ. მეტიც, ადამიანებს საკუთარი ჩანაწერის გაკეთებაც შეეძლოთ. შესაბამისად, ახლა იმედოვნებენ, რომ ამ გზით ძველი სოციალური ცხოვრების შესახებ მრავალ სიახლეს შეიტყობენ. 

მაგრამ, მიუხედავად დიდი მოლოდინებისა, პირველ ჩანაწერში სიმღერა — Hello! Ma Baby გაისმა…ეს კომერციული რეკლამა იყო, სიმღერა კი 1899 წელს დაიწერა და მას ჯოზეფ ჰოვარდი და იდა ემერსონი ასრულებდნენ. თუმცა, რადგან ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის კოლექციაში 2700 ცილინდრია, ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ რაიმე უფრო საინტერესოს აღმოაჩენენ.

ამ ჩანაწერების გასაკეთებლად კი ადრე ძირითადად შავი ფერის ცვილის ცილინდრებს იყენებდნენ, რომელიც გლუვი და თხელი იყო. უშუალოდ ჩაწერის დროს კი ადამიანები ჩამწერთან ახლოს უნდა ყოფილიყვნენ და საკმაოდ ხმამაღლა ესაუბრათ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩანაწერში ხმა ძალიან შორიდან ისმოდა. თუმცა მიუხედავად ამ რთული პროცესისა, ჩანაწერების გაკეთება იმ დროს ბევრისთვის ჰობადაც იქცა. მათ შორის იყო ლიონელ მეიპლსონი, მეტროპოლიტენ ოპერის ბიბლიოთეკარი, რომელიც თავიდან ოჯახურ ჩანაწერებს აკეთებდა, შემდეგ კი რეპეტიციებსა და სპექტაკლებს იწერდა. აქვე უნდა ვახსენოთ ბობ კოსოვსკიც, რომელიც სცენიდან თუ სხვა ადგილებიდან განსხვავებულ ხმებს აგროვებდა.

ნუცა ქირია – #პირველისამსახური

ასტრონავტებმა ყველაზე შორეული გალაქტიკა აღმოაჩინეს