ფაქტია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა და განსაკუთრებით კი სმარტფონებმა საკმაოდ დიდი უარყოფითი გავლენა იქონიეს ადამიანებს შორის უშუალო ურთიერთობებზე. თუმცა, ამ მიზეზით გამოწვეულ ყველაზე მნიშვნელოვან და თითქმის კატასტროფულ დანაკლისს, არც მეტი არც ნაკლები, ოჯახები განიცდიან. ორგანიზაცია Common Sense Media-მ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ძალიან სახალისო სარეკლამო კამპანია #DeviceFreeDinner შექმნა. სააგენტო Goodby Silverstein & Partners-ის მიერ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლების სერია არაჩვეულებრივად წარმოგვიდგენს იმ ძალიან უხერხული საკითხის აბსურდულობას, როდესაც ოჯახის ერთი წევრი, ამ შემთხვევაში მამა, გამუდმებით სმარტფონსა და ინტერნეტ სივრცეზეა ჩამოკიდებული, ამასთან ისე რომ სრულიად არის მოწყვეტილი რეალობას თუ ოჯახურ ურთიერთობებს.














