როგორც ამბობენ, DevOps Engineer ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო იყო 2021 წელს. დიახ, ეს ის პროფესიაა, რომელიც ბაზარზე ახალი ციფრული პროდუქტების შემოტანაზე ზრუნავს, თანაც, სწრაფად და თითქმის შეფერხებების გარეშე. დევოპსის ბაზარი 2021 წელს 7 მილიარდს თუ შეადგენდა, 2030 წლისთვის 51 მილიარდს მიაღწევს… ბაზრის ზრდასთან ერთად კი Mobile DevOps-ის ინჟინრებზეც იზრდება მოთხოვნა — დამქირავებელთა 35.55%-ს სურს, დევოპსის უნარების მქონე თანამშრომლები დაასაქმონ, ხოლო 23.37%-ს მობილური დევოპსის მცოდნე ადამიანები სჭირდებათ.
საინტერესოა ისიც, რომ მილენიალების მფლობელობაში მყოფი ბიზნესების 55% ფლობს აპლიკაციებს, რასაც პატარა ბიზნესები მოსდევს 42%-იანი მაჩვენებლით. შესაბამისად, პროფესიონალებზე მოთხოვნა არ წყდება. თუმცა, ამასთან, მომხმარებელთა მოთხოვნებიც გაიზარდა: მათი 60% აპლიკაციის პირველივე შეფერხებისთანავე შლის მას, ხოლო 80% მაშინ, როცა პრობლემებს ხშირად აწყდებიან.
მობილურ სივრცეში არსებული კონკურენცია კი მკვეთრად იზრდება — Google Play-სა და App Store-ში ამჯერად 5.7 მილიონი აპლიკაციაა, მრავალი კი განვითარების ფაზაშია. სმარტფონების მომხმარებლები დღეში 9-10 აპლიკაციას იყენებენ, ხოლო თვეში 30 აპლიკაციამდე, შესაბამისად, მოთხოვნაც მზარდია. თუმცა ამის საპასუხოდ, დეველოპერები აცხადებენ, რომ ისინი კოდებს ახლა ორჯერ უფრო სწრაფად უშვებენ, თუმცა მათი 80% ავტომატიზაციის დეფიციტს პოტენციურ დაბრკოლებად მიიჩნევს…
ამასთან, ინდუსტრიის მოთხოვნებიც შეიცვალა — კომპანიებს პოპულარობის ზრდასთან ერთად, ციფრული პროდუქტების შექმნის, გატესტვისა თუ გაშვების დროის შემცირება სურთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ სურთ, მობილური DevOps ინჟინერი, რათა სერვისების დროულად მიწოდებით მომხმარებელთა მოლოდინები სწრაფად დააკმაყოფილონ.
ხოლო ისეთი ხელსაწყოებით, როგორიც Bitrise-ია, რომელსაც მილიარდებად შეფასებული სტარტაპების ნახევარი მაინც იყენებს, Mobile DevOps უბრალო ტრენდი კი არა, მომავალია. ეს მკვეთრად აუმჯობესებს Mobile DevOps-ის ინჟინრების შედეგებს — სიჩქარეს 49%-ით, ხარისხს 61%-ით, ROI-ის 99%-ით და უნარებს 89%-ით ზრდის…